ანალიტიკამთავარი

ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა ეუს-ის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობას

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის არტურ ვანეციანის თანამდებობიდან განთავისუფლების შუამდგომლობას. ამის შესახებ ფაშინიანმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

”მე ხელი მოვაწერე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის არტურ ვანეციანის თანამდებობიდან განთავისუფლების შუამდგომლობას და შესაბამისი ბრძანებულება (პრეზიდენტის ბრძანებულება) გაფორმდება რამდენიმე დღეში. ეს გაკეთდა ეუს  დირექტორთან ურთიერთშეთანხმებით, რამდენიმე დისკუსიის შედეგად. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე სცენარი ბატონი ვანეციანის სამომავლო საქმიანობის შესახებ ”- თქვა პაშინიანმა.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არტურ ვანეციანი, როგორც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ყურადღებას გაამახვილებს სომხეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე მიყვანის საკითხზე.

არტურ ვანეციანი  ეუს-ის დირექტორად დაინიშნა 2018 წლის 10 მაისს.

ნახეთ მეტი
Back to top button