საზოგადოება

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე საქართველოზე შექმნილმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა

პირველი არხის ინფორმაციით, სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) დარბაზში ხმათა უმრავლესობით საქართველოზე შექმნილმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

„საქართველომ გაიმარჯვა!

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) დარბაზში ხმათა უმრავლესობით საქართველოზე შექმნილმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა.

ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიუძღვის წვლილი ამ დიდ და საამაყო საქმეში!

ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის უდიდესი მიღწევაა!“ – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button