ეკონომიკა

აფრიკის ქვეყნებს სურთ აითვისონ სომხური მოდელი “სკოლიდან ბიზნესისაკენ”

სომხეთი საინჟინრო განათლებისა  და ბიზნეს-მოდელს გადასცემს აფრიკის ქვეყნებს. ამის შესახებ სპუტნიკ-არმენიას განუცხადა საწარმოთა ინკუბატორული ფონდის (EIF) ხელმძღვანელმა ამალია ეღოიანმა.

აპრილის თვეში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვია ეთიოპიასა და რუანდას. აქ ხელი მოაწერა სხვადასხვა  ხელშეკრულებებს, მათ შორის მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებაც.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა ეთიოპიასთან,ახლა კი  მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბენინთან და ნიგერიასთან.

სომხეთს სურს ამ ქვეყნებს გადასცეს საინჟინრო განათლებისა და ბიზნესის განვითარების გამოცდილება. ჩვენს ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია ასეთი სისტემა მოქმედებს.  სომხეთის წამყვანი ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირი (UATE)  მართავს  სკოლების საინჟინრო ლაბორატორიებს  (ArMath), რამდენიმე დიდმა კომპანიამ შეიმუშავა მოწინავე ინჟინერიისა და პროგრამირების კურსები კოლეჯებისთვის, პოლიტექნიკურ  უნივერსიტეტში მოქმედებს ეროვნული საინჟინრო ლაბორატორიები,  ხოლო ერევანში გაიხსნა საინჟინრო დასახლება.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე სომხური კომპანია უკვე მოქმედებს აფრიკის ბაზარზე. ერთ-ერთი მათგანია ამერიკული კომპანია, რომელსაც აქვს განვითარების ცენტრი ერევანში და უკვე ახორციელებს ელექტრონული მმართველობის პროგრამებს აფრიკის რამდენიმე  ქვეყანაში.

ნახეთ მეტი
Back to top button