სპორტი
ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სომეხ მოჭადრაკეთა ქალთა და ვაჟთა გუნდები

სომხეთიდან ათი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას ევროპის 22-ე გუნდურ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება საქართველოს ქალაქ ბათუმში. ვაჟთა ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 200 მოჭადრაკე 40 ქვეყნიდან, ქალთა ჩემპიონატში კი 160 ქალი მოჭადრაკე 32 ქვეყნიდან. ჩემპიონატი შედგება 9 ტურისგან და დაიწყება 24 ოქტომბერს.
“არმენპრეს”-ის უწყებით, ვაჟთა შეჯიბრში სომხეთის წარმომადგენლები იქნებიან: ლევონ არონიანი, გაბრიელ სარგსიანი, ჰრანტ მელქუმიანი, ჰაიკ მარტროსიანი და არმან ფაშიკიანი. ქალთა ჩემპიონატში იასპარეზებენ ელინა დანიელიანი, სირანუშ ღუკასიანი, ლილით მკრტჩიანი, მარია გევორგიანი და ანა სარგსიანი.







