მთავარიპოლიტიკა

თურქეთის მიერ გატარებული პოლიტიკა კვლავ ემუქრება სომეხ ხალხსა და სომხეთს

აშშ-ს სენატის მიერ  რეზოლუციის მიღება ახალ ეტაპზე გადაიყვანს სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესს.  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა  თავდაცვის  სამინისტროში გამართულ თათბირზე, შეეხო რა აშშ-ს სენატის მიერ სომეხთა გენოციდის ამღიარებელ და დამგმობ ვ რეზოლუციის მიღებას.  

„სომხეთის გენოციდის საერთაშორისო აღიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის  თვალსაზრისით, არამედ, როგორც  გენოციდის პრევენციის  მნიშვნელოვანი კომპონენტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომეხთა გენოციდის აღიარება  ჩვენთვის უსაფრთხოების კომპონენტსაც შეიცავს და ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის  უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.  მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არა თუ 1915 წლის გენოციდი,  არამედ თურქეთის უარმყოფელი პოლიტიკა ცხადყოფს, რომ თურქეთის ეს პოლიტიკა კვლავ საფრთხეს უქმნის სომეხ ხალხსა და სომხეთის რესპუბლიკას. ”- ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ზოგადად, შეერთებული შტატების და არაერთი სხვა ქვეყნის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ასევე ასახეს  თურქეთის აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა რეგიონში. ”მოდით, გადავხედოთ რა ხდება ჩვენს რეგიონში: თურქეთის აგრესიულ  პოლიტიკას მიმართავს  სირიის, ერაყის, კვიპროსის, საბერძნეთის მიმართ,ბლოკადაში აქცევს სომხეთს“.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოხატოს მკაფიო პოზიცია თურქეთის ქმედებებთან დაკავშირებით და მოუწოდოს თურქეთს გადახედოს და ხელახლა შეაფასოს თავისი ქმედებები რეგიონში. ისევე როგორც სომხეთის რესპუბლიკის ყველა წინა მთავრობა, ჩვენი მთავრობაც  ასევე აცხადებს, რომ ჩვენ მზად ვართ დავამყაროთ ურთიერთობები თურქეთთან  თურქეთთან წინაპირობის გარეშე და გენოვიდის აღიარება არ წარმოადგენს წინაპირობას თურქეთტან ჩვენი ურთიერთობებისათვის”, – თქვა პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button