სპორტი

ლევონ არონიანმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

სომხეთის ჭადრაკის ლიდერმა ლევონ არონიანმა სწრაფი თამაშის მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

მოსკოვში მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ლევონ არონიანი შავებით დაუპირისპირდა უკრაინელ ელდარ გასანოვს და 43-ე სვლაზე მოიგო, იუწყება news.am.

სომხეთის სხვა წარმომადგენლებმა გაბრიელ სარგსიანმა, ტიგრან პეტროსიანმა, მანუელ პეტროსიანმა, არმან ფაშიკიანმა პირველ ტურში ფრედ ითამაშეს. ჩემპიონატი სამ დღეს გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button