მთავარიპოლიტიკა

ირანსა და აშშ-ს შორის წამოჭრილი კონფლიქტი სომხეთისათვის მეტად მგრძნობიარე საკითხია: შავარშ ქოჩარიანი

სომხეთისათვის,  როგორც ირანს ასევე აშშ-ს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ორ ქვეყანას შორის განვითარებული  მოვლენები სომხეთისათვის მეტად მგრძნობიარე საკითხია. ამის შესახებ განაცხადა  სომხეთის საგარეო საქმეთა მისნიტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა პარლამენტის რეგიონალური და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ცატარდა თემაზე:  “ვითარება ირანის ისლამური რესპუბლიკის გარშემო და ბოლოდროინდელი რეგიონალური  მოვლენები”.

„როდესაც 3 იანვარს დაძაბულობა დაიწყო,  საგარეო საქმეთა სამინისტრო სადღეღამისო რეჟიმით მუშაობდა, ასეთივე რეჟიმით მუშაობდნენ საელჩოებიც.  ჩვენი შეშფოთება გასაგებია, რადგან ნებისმიერ არეულობას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს სომხეთისათვის.  ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს ირანი ჩვენთვის, როგორც მეზობელი. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ორი ფანჯარა გარე სამყაროსთან – საქართველო და ირანი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით  ირანში განვითარებულ მოვლენებს. შემთხვევითი არ არის, რომ სომხეთი ყველაზე მეტად დაინტერესებული იყო ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაში და ჩვენ პირველი ვიყავით, ვინც ამ შეთანხმებას მიესალმა. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეს შეთანხმება  ეჭვქვეშ დააყენა. ერთი მხრივ, შეერთებული შტატები ჩვენთვის ძალიან სერიოზული პარტნიორია, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა რიცხვშია, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტაბილურობის შენარჩუნებაში“, – თქვა შავარშ ქოჩარიანმა.

მან აღნიშნა, რომ როგორც ირანმა, ისე აშშ-მა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შუა აღმოსავლეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცნობილი რაკეტების გაშვების შემდეგ თავის გამოსვლაში ტრამპმა  კი მიანიშნა იმ წვლილზე, რაც ირანმა შეიტანა DAIS- ის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, რომ ჩვენ ძალიან მგრძნობიარეები ვართ ამ საკითხების მიმართ. უნდა ითქვას, რომ ირანი ძალიან აფასებს სომხეთის ასეთ  დაინტერესებულ  მიდგომას. ჩვენ ხშირად ძალიან ნათლად გვეუბნებიან, რომ  ირანი გარშემორტყმულია 14 მეზობელი ქვეყნით და ამათგან მხოლოდ სომხეთი არ არის მაჰმადიანური ქვეყანა, მიუხედავად ამისა ირანს  ყველაზე ნაკლები პრობლემა სომხეთთან აქვს“,- თქვა შავარშ ქოჩარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button