საზოგადოება

სომხეთი დაცულია ჩინური ვირუსისაგან

სრ ჯანმრთელო ის დაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი გვარწმუენბს,  რომ არ არის საჭირო სპეციალური ზომების მიღება სომხეთში და საზღვრების დახურვა.

„მოვლენების განვითარებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისაად.  ამ ეტაპზე არ არის საჭირო საზღვრების დახურვა ან სხვა ზომების მიღება”, – თქვა თოროსიანმა.

მინისტრის განცხადებით, ვირუსი შესაძლოა  გადავიდეს ფილტვების ანთებაში, ისევე როგორც სხვა ტიპის გრიპის ვირუსი და მოუწოდა მოქალაქეებს მიიღონ პრევენციული ზომები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სხვა ვირუსებისთვის. თუ სიმპტომები იქნება აღმოჩენილი მიმართონ ექიმს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს სპეციალური სხდომა მოიწვია, სადაც განიხილება ჩინეთში არსებული ვითარება და ინფორმაცია ახალი ინფექციების გაჩენის შესახებ. თოროსიანმა აღნიშნა, რომ სხდომის მსვლელობას ყურადღებით თვალს ადევნებს სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროც და სიახლეების შემთხვევაში გამოვა განცხადებით.

ნახეთ მეტი
Back to top button