მთავარისაზოგადოება

კვლავ გრძელდება ფართომასშტაბიანი ღონისძიებები უახლესი სამხედრო ტექნიკით აღჭურვის მიმართულებით: არტაკ დავთიანი

27 იანვარს სრ თს ადმნისტრაციულ კომპლქსში  ჩატარდა სრ თავდაცვის მინისტრთან არსებული  კოლეგიის სხდომა, რომელიც მიეძღვნა შეიარაღებული ძალების 2019 წლის სასწავლო წლის საბრძოლო და სამობილიზაციო  მზადებას, საბრძოლო მორიგეობის შედეგებს, ჯარების ზნეობისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს და საბრძოლო  მოვალეობის შედეგებს. ორი სომხური რესპუბლიკის  შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის ფარგლებში სხდომის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ  მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებიც.

გახსნის სიტყვაში, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მცდელობებისა და შეიარაღებული ძალების 2019 წლის სწორი  ტაქტიკისა და მოქმედებების გამო, ფრონტის ხაზზე სიტუაცია საკმაოდ მშვიდი იყო.

ამავდროულად, თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამით არ არის საჭირო სიფხიზლის მოდუნება და დამატებითი ძალისხმევა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაძლიერებლად და საზღვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

სხდომის დროს ძირითადი მოხსენებით წარსდგა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი,  გენერალ-ლეიტენანტი არტაკ დავთიანი. ილაპარაკა რა ჩატარებული მუშაობის სესახებ, არტაკ  დავთიანმა აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება უახლოესი ტექნიკით აღჭურვა, ჯარების ბრძოლისუნარიანობისა და  დისციპლინის გაუმჯობესება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეთა ტაქტიკურ-პროფესიონალური უნარები, ისინი უმკლავდებიან  მაღალი დონის დავალებებს და მოწინააღმდეგის პროვოკაციულ მოქმედებებს.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების მოადგილეები გამოვიდნენ მოხსენებით საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სოციალური, სამხედრო-საგანმანათლებლო, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის პროგრამებისა და ბიუჯეტის გამოყოფის შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა უახლოეს მომავალში ჩატარებულ მუშაობასთან დაკავშირებით დასახა ამოცანები და მისცა შესაბამისი დავალებები.

სხდომა დასრულდა 2019 წლის შედეგების მიხედვით წარმატებული სამხედრო ნაწილებისა და  ოფიცერთა შემადგენლობის დაჯილოდოების ცერემონიით.  

ნახეთ მეტი
Back to top button