კულტურამთავარი

სომეხი რეჟისორის მინი სერიალი “ბოროტების შეხება” შევიდა ემმის განმცხადებელთა მოკლე სიაში

მისტიკური მინი სერიალის ”ბოროტების შეხება” პროდიუსერი, დევიდ მაკკენზი ნახევრად სომეხია, რეჟისორი სერგეი სარქისოვიც ასევე სომეხია. ფილმი გადაღებულია სომხეთში, რათა მაყურებლისთვის ეჩვენებინათ თუ რა მდიდარი, შთამბეჭდავი სანახაობებია აქ.


,,სპუტნიკი სომხეთი“, სომეხი რეჟისორის სერგეი სარქისოვის სერიალი ”ბოროტების შეხება”, რომელიც მოგვითხრობს ამერიკელი სტუდენტების სომხეთში მოგზაურობის ისტორიაზე, ჩართულ იქნა ,,ემმის“ დაჯილდოების განმცხადებელთა მოკლე სიაში. ინფორმაციას ავრცელებსTASS -ი, მინიშნებას აკეთებს რა რუსულ-ამერიკულ კომპანია Blitz Films-ზე, რომელიც მინი სერიების წარმოებით არის დაკავებული.


“ბოროტების შეხება” არის სომხური აკადემიის ფილმების, ამერიკული ასოცირებული ტელევიზიის საერთაშორისო და რუსულ-ამერიკული ბლიც ფილმების ერთობლივი ნაწარმი. მთავარი პროდიუსერია ამერიკელი დევიდ მაკკეზი, ხოლო რეჟისორია სერგეი სარქისოვი.
 მინი სერიალის გადაღება მთლიანად სომხეთში განხორციელდა ამერიკული ტელევიზიისთვის, სომეხი, ამერიკელი, ბრიტანელი მსახიობების მონაწილეობით და რუსული გადამღები ჯგუფის მხარდაჭერით.

”ამ ფილმის წარმოება უცხოელ კინორეჟისორებს დაეხმარა შეეფასებინათ სომხეთში კინოინდუსტრიის პოტენციალი, გაცნობოდნენ კინოწარმოებისათვის ღირსშესანიშნავ ადგილებს, იგრძნონ მსახიობების პროფესიონალიზმი”, – აღნიშნა სერიალის  “ბოროტების შეხება” – ს რეჟისორმა სერგეი სარქისოვმა.

სცენარის თანახმად, ამერიკელი სტუდენტების ჯგუფი შემთხვევით აღმოჩნდება ყრუ სომხურ სოფელში. იძულებული გახდნენ რა ღამე იქ გაეტარებინათ, ისინი მალევე ხვდებიან, რომ ადგილი საშიშია, რადგან ირკვევა, რომ აქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა”ბოროტი სული”. ფილმის გადაღებებში მონაწილეობენ ამერიკელი მსახიობები ჯენიფერ ვილი, ჯოი ნესივოჩია, პერი სტრონგი, კარმენ ჰოჯსონი, კრის სპარქსი, მელორი გოლდბერგი და დენიელ კოვინი.

სომეხ მსახიობებს შორის არიან ალექსანდრ ხაჩატრიანი, არსენ გრიგორიანი, ანუშ არქელიანი და სხვები.


,,ემმის“ დაჯილდოების ნომინანტებისა და ლაურეატების ჩამონათვალს ორგანიზატორები გადაწყვეტენ 26 აპრილამდე. დაჯილდოების ცერემონია გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო. ის უნდა ჩატარდეს 2020 წლის ივნისში.

ნახეთ მეტი
Back to top button