ანალიტიკამთავარი

ალიევმა გააბრაზა პუტინი – ის რაც ნახჭევანში დათესა დაღესტანში იმკის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგას მამედიაროვს, რომლის დროსაც საუბარი შეეხო  კორონავირუსის  ფონზე ორივე ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს და ამასთან დაკავშირებულ ერთობლივ მუშაობას.  

როგორც ჩანს, აზერბაიჯანელების პრობლემა რუსეთისთვის საკმაოდ მტკივნეული გახდა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხი  გუშინ პუტინმა და ალიევმაც  განიხილეს. სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ინციატივით იყო. ამავე დროს, საინტერესოა, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში საუბარია, რომ მსჯელობა გაიმართა ორმხრივ საინტერესო თემებზე, ხოლო კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნახსენებია მხოლოდ აზერბაიჯანელი მოქალაქეების თავმოყრა დაღესტანის გამშვებ პუნქტზე.

ეს გარემოება ამტკიცებს, რომ პუტინ-ალიევის სატელეფონო საუბარში  განიხილებოდა იგივე პრობლემა. ფაქტი ერთია, რომ აზერბიჯანი უარს ამბობს რუსეთიდან  დაბრუნებული მისი თანამემამულეების დიდი რაოდენობით მიღებაზე.  წინასწარი მონაცემებით ცნობილია რომ დაღესტანში თავმოყრილია აზერბაიჯანის ათასობით მოქალაქე.

თავის მხრივ,  პუტინიც მეტად  შეშფოთებულია  დაღესტანში ინფექციის გავრცელების საკითხით. მან ამ სიტუაციის მართვის მიზნით  ჩართო საგანგებო მდგომარეობისა და თავდაცვის სამინისტროს ქვეგანყოფილებები. ალიევისა და მამედიაროვისადმი მიმართული მოსკოვური ზარები მაუწყებელია, რომ კრემლი ბაქოსაგან მოითხოვს დაღესტანის დაცლას.

აქვს თუ არა პუტინს რაიმე ეჭვი საზღვარზე დაგროვილი აზერბაიჯანელების მიმართ, რომელთა მიღებაზეც  ბაქო რატომღაც უარს ამბობს  ან ის ემზადება დაღესტანში სპეცოპერაციის ჩატარებისათვის და მოუწოდებს ალიევს გაიყვანოს აზერბაიჯანელები, რომ შემდეგ არავინ არ დაადანაშაულოს.

არ არის გამორიცხული, რომ ბაქო უბრალოდ აშანტაჟებს რუსეთს  და ევაჭრება მას თუნდაც ყარაბაღის საკითხში.

პუტინისა და ლავროვის მოწოდებები  ვაჭრობაა  თუ  ულტიმატუმი ბაქოს მიმართ? გაიხსენა თუ  არა პუტინმა დაღესტანში მყოფი აზერბაიჯანელები ნახჭევანში ბაქოს სამხედრო წვრთნების ფონზე, რაც უდავოდ არის საჩვენებელი წვრთნა  არა მხოლოდ სომხეთის, არამედ მოსკოვისთვისაც. უფრო მეტიც, შესაძლებელია, რომ ბაქო  მხოლოდ თურქეთის შუამავალია ამ  საჩვენებელ წვრთნებში, რაზედაც პასუხს სცემენ  დაღესტანში,  უახლესი რუსული ისტორიისთვის ამ  მგრძნობიარე   ადგილზე.

წყარო  lragir.am ავტორი: ჰაკობ ბადალიანი

ნახეთ მეტი
Back to top button