მთავარისაზოგადოება

პუშკოვი – ზურაბიშვილი: რუსეთის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არ შეიცვლება

ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა  საქართველოსა  და რუსეთისათვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოსკოვი პოზიციებს  არ შეიცვლის. ასეთი  კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობდა რუსეთის პრეზიდენტთან შესძლო შეხვედრის შესახებ,  ფედერალური საბჭოს წევრმა, სოვფედის კომისიის თავმჯდომარემ   ალექსეი პუშკოვმა. წერს eadaily.com

”ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები და ის ჯერჯერობით ვერ ხედავს ამ პირობებს … მე გთავაზობთ  ზურაბიშვილის  ნათქვამი  განხილული იქნას არა „შესაძლებელ- შეუძლებელის“ თვალთახედვით, არამედ  თუ რა თქვა მან სინამდვილეში. მას სურს, რომ  შეხვედრა შედგეს  თბილისის მიერ წამოყენებული პირობებით, ესე იგი რუსეთმა შეიცვალოს მისი პოზიციები რაღაც საკითხებში. როგორც მე გავიგე, რუსეთი წავიდეს დათმობებზე საქართველოსთან რაღაც საკითხებში. მაგრამ როგორც თქვენ იცით, ძირითადი საკითხი რუსეთ-საქართველოს შორის ეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხია და მე აქ ვერავითარ შესაძლებლობას ვერ ვხედავ იმისა, რომ რუსეთმა დასთმოს თავისი პოზიციები ”- განაცხადა პუშკოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button