სპორტი

აგვისტოდან სომეხი ფეხბურთელები არ ჩაითვლებიან რუსეთში ლეგიონერებად

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ფეხბურთელები 2020/21 წლების სეზონიდან არ იქნებიან მიჩნეული ლეგიონერებად. ეს ინფორმაცია Sport24- ს მიაწოდა რუსეთის ფეხბურთის კავშირის გენერალური მდივნის მოადგილემ დენის როგაჩოვმა.
”გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ. სპორტის მინისტრის ბრძანებას ჯერ კიდევ გასულ წელს  მოეწერა ხელი, რომლის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოქალაქეები არ ჩაითვლებიან ლეგიონერებად  ფეხბურთში. ახალი სეზონი ლეგიონერების შესახებ ახალი გადაწყვეტილებით და ამ სიახლეებით დაიწყება”,- აღნიშნა როგაჩოვმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ სეზონის დაწყების გადადების გამო, იგი ძალაში შევა 1 აგვისტოს.
ბელორუსის ფეხბურთელები 2019 წლის თებერვლიდან რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებად არ მიიჩნეოდნენ.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი  არის საერთაშორისო ინტეგრაციის ეკონომიკური კავშირი, რომელიც მოქმედებს 2015 წლის 1 იანვრიდან. კავშირის წევრი ქვეყნებია სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button