კულტურამთავარი

„სომეხი მოსახლეობა საქართველოს განუყოფელი ნაწილია“: აჭარის სომხური თემის წინამძღვარი

„ბათუმში სომხური ეკლესიის განახლება დასრულებულია, მაგრამ ეპიდემიის გამო ხელახლა კურთხევის ცერემონიის თარიღი ჯერ არ გადაგვიწყვეტია“,  – ჩვენთან საუბარში აღნიშნა  ბათუმის წმინდა მაცხოვრის ეკლესიის მოძღვარმა, მამა არარატ გუმბალიანმა, მან იმედი გამოთქვა, რომ წელს, როდესაც საზღვრები გაიხსნება, ეკლესია ეკურთხება საზეიმო ვითარებაში.

აჭარის  ქალაქ ბათუმში მდებარე ერთადერთი სომხური წმინდა მაცხოვრის სახელობის  ეკლესია წელს 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთლიანად შეკეთდა და განახლდა. ეკლესია 1887 წელს, იმავე ადგილზე ადრე არსებული ხის საყდრის  (1879) ადგილზე აშენდა. ამჟამად ის მთლიანად იქნა განახლებული.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც წლის დასაწყისში დაიწყო, ადგილობრივი სომეხი საზოგადოების ძალისხმევით განხორციელდა, რომელშიც 400-მდე ოჯახი მონაწილეობდა. ბათუმის მაცხოვრის სომხური ეკლესიის,  აჭარის, გურიის და იმერეთის სომეხთა სულიერი მოძღვარი  მამა არარატ გუმბალიანი ამბობს, რომ განახლება განხორციელდა გაზვნილის თანახმად, რომ ეს ეკლესია ასზე მეტი ხნის წინ აშენდა, რიგითი ადამიანების, ემიგრანტების მიერ, წლების განმავლობაში ფულადი შემოწირულობებით. რთულ 90-იან წლებში სომეხმა მრევლმა  მოახერხა  მისი ნაწილობრივ შეკეთება, რათა შეენარჩუნებინათ და გადაეცათ მომავალი თაობებისათვის.

„ჩვენ თემის წევრებს იგივე გზავნილს ვუგზავნით, რომ ეს არის ჩვენი თემის ეკლესია. ჩვენ უნდა გადავაბაროთ იგი თაობიდან თაობას, შევინარჩუნოთ იგი. ეკლესია  მორწმუნეების გარეშე მხოლოდ მუზეუმია. ჩვენ ვარსებობთ, ეკლესია არსებობს თავისი ხალხისთვის, ეკლესია ეს არის  ხალხი“.

აჭარის სომეხი  მოსახლეობის ასიმილაციის საფრთხე  წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად თანდათან მცირდება. არარატ გუმბალიანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობს ამ რეგიონში. მისი აზრით მეტად დიდი მნიშვნელობა  აქვს, რომ  ბათუმელმა  რუსულენოვანმა სომხებმა დაიწყეს სომხურ ენაზე  ლაპარაკი.

„ახლა ჩვენ ვცდილობთ სომხური ენის აღდგენას, ამ მიმართულებით დიდი შრომა დავიწყეთ. ჩვენი მთავარი პროგრამა ორ ენაზეა, სომხურზე და ქართულზე და ამ ორ ენაზე უნდა განაგრძოს საზოგადოებამ ცხოვრება და განვითარება“.

ამ მიზნით, სამრევლოს ინიციატივით, ბათუმის ერთ-ერთ ქართულენოვან საჯარო სკოლაში გაიხსნა სომხურ-ქართული კლასი, რომელსაც საქართველოში არ აქვს პრეცედენტი.

„ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს საუკეთესო მოქალაქეები, სრულყოფილად უნდა ვფლობდეთ ენას, რადგან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი, განუყოფელი ნაწილი. არ არსებობს საქართველო სომხების გარეშე, არ არსებობს საქართველო სომხური საზოგადოების გარეშე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა დავრჩეთ სომეხად,  შევინარჩუნოთ ჩვენი ენა, კულტურა, ისტორია, ვიყოთ  ყველა სრულიად სომხური ღონისძიებების აქტიური მონაწილე“.

მოძღვარის სიტყვებით,  თურქეთის მოსაზღვრე აჭარის სომხური საზოგადოება  „სომხურ რეალობაში თითქოს დასავლეთის კარიბჭეა, ჩვენ პირველები ვიღებთ ჩვენს თავზე პრობლემებსა და მღელვარებებს“.

არარატ გუმბალიანის თქმით, აჭარა და ბათუმი, სადაც ერთმანეთს ერწყმის ცივილიზაციები და კულტურები, ყოველთვის ტოლერანტული იყო ყველა საკითხში.

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button