მთავარისაზოგადოება

უმარტივესი ახსნა : – „არ გაგიმართლათ!“

Lragir.am-ი   აქვეყნებს ინტერვიუს  თბილისის სააგენტო Black Sea Press-ის მთავარ რედაქტორთან, პოლიტოლოგ გელა ვასაძესთან

ბატონო გელა, როგორ ხდება,  რომ სომხეთში ინფექცია ჯერ კიდევ არ მინელებულა, ხოლო  საქართველომ გადალახა იგი?

ამ შეკითხვით უნდა მიგემართათ ეპიდემიოლოგებისთვის, მაგრამ უმარტივეს განმარტებას წარმოადგენს ის, რომ თქვენ „ალბათ არ გაგიმართლათ“.

საერთო ჯამში, 26 თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 946 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 825 ადამიანი. ასეთი რიცხვი რეგისტრირდება  სომხეთში ყოველდღიურად. თქვენი აზრით, რა არის სომხეთის შეცდომა კორონასთან ბრძოლაში, რა არის საქართველოს წარმატების გარანტი ამ საკითხში?

ჩემთვის ძნელია  ხელისუფლების შეცდომების გარჩევა, ერთადერთი, რაც აქ ვხედავ, არის ის, რომ ხელისუფლებამ მოახერხა საზღვრების მჭიდროდ დახურვა და კვლავაც ინარჩუნებს ამას,  ვინც საზღვარგარეთიდან მოდის, მკაცრ საკარანტინო რეჟიმში უხდება ყოფნა.  დანარჩენი ჯანდაცვის ჯანმოს წინადადებების სტანდარტული შესრულებაა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ იმ 14 ქვეყნის ჩამონათვალზე, რომელთაც შეეძლებათ 1 ივლისს ევროკავშირთან მიმოსვლის აღდგენა, მათ შორისაა საქართველოც. შეიძლება თუ არა  ეს იყოს რისკის ფაქტორი ინფექციის გავრცელებისთვის?

ყოველთვის არის რისკი, მაგრამ ამავე დროს შეუძლებელია ყოველთვის ჩაკეტილი ყოფნა, სხვა საკითხია –  სიფრთხილის ზომების მიღება.

საქართველოს  მთავრობის მთავრობათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დაიშვება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ ადგილებში. შესაძლებელია თუ არა შეზღუდვების თანდათანობით  აღმოფხვრამ გამოიწვიოს ვირუსის ახალი ტალღის წარმოქმნა?

შეიძლება, მაგრამ ძნელად. შიდა განაწილება მინიმუმამდეა დაყვანილი, ხდება უსაფრთხოების წესების დაცვა.

როგორ ფიქრობთ, კორონავირუსი შეცვლის სამყაროს?

ჩემი აზრით არა, სამყარო არ შეცვლილა ორი მსოფლიო ომის შედეგადაც კი, ჩემთვის გაუგებარია, თუ როგორ შესძლებს ამის გაკეთებას  ვირუსი.

ნახეთ მეტი
Back to top button