მთავარისაზოგადოება

უკრაინულ ქალაქ ოდესაში გაიმართა ტოლმის ფესტივალი

ოდესის სომხურ თემში  გაიმართა ტოლმის ფესტივალი, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო 17 სახის  კერძი. კერძები მომზადდა ქალთა კომისიისა და დედების კავშირის წევრების მიერ.  

ამის შესახებ ცნობას ავრცელებს  AnalitikaUA.net-ი.

უკრაინის სომეხთა კავშირის ცნობით, ღონისძიება  ორგანიზაციის საკვირაო საბავშვო ბაღის  აღსაზრდელებმა  და ოდესის სომეხთა ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა მოაწყეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციების შემუშავებისა და შენარჩუნებისკენ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, ტოლმის ფესტივალი რეგულარულად იმართება სომხეთში და სომხურ თემებში.

როგორც ადრე უკრაინის სომეხთა კავშირის ხელმძღვანელმა ვილენ შატვორიანმა განაცხადა, „ჩვენ ვამაყობთ უკრაინელ სომეხთა მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით და ვცდილობთ შევინარჩუნოთ და გავავრცელოთ ის“.

ნახეთ მეტი
Back to top button