მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

,,პირველი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 962-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 280.

ნახეთ მეტი
Back to top button