ანალიტიკამთავარი

ტავუშში მდგომარეობის გამწვავებას მოჰყვა ერდოღანის რეპტაციის შერყევა: თურქოლოგი

თურქეთმა კარგად იცის, რომ აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილება, რადგან ამ შემთხვევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მოკავშირეები, რუსეთი და თურქეთი,  ასევე ჩაერთვებიან ომში. ამასთან, ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, არ არსებობს გარანტია, რომ გაზსადენები და რკინიგზა არ დაზარალდება რაც თურქული მხარისთვის უაღრესად არასასურველი სცენარია.  ამის შესახებ „არავოტ“ -ის კორესპოდენტთან საუბრისას  განაცხადა  თურქულმა ჰაიკ გაბრიელიანმა.

თუმცა ეს იმას არ ნშნავს, რომ თურქეთს ხელს არ აძლევს რამდენიმე დღიანი დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რა შემთხვევაშიც  ის გვევლინება ამ კონფლიქტის ჩამქრობი და რის შედეგად ის განამტკიცებს  თავის გავლენას აზერბაიჯანზე, ისევე როგორც რუსეთთან დიალოგის დროს  უკეთეს პოზიციას დაიჭერს და ა.შ.

”მეორე მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა აზერბაიჯანის მნიშვნელობა თურქეთისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო (ძირითადად გაზის გამო), ხოლო თურქეთის მკვეთრი რეაგირება სინამდვილეში მიზნად ისახავს აზერბაიჯანზე  საკუთარი ინტერესების გავრცელებას. აზერბაიჯანიდან მიღებული ეკონომიკური სარგებლის გამო ხდება,  რომ როცა საკითხი ეხება სომხეთთან ურთიერთობებს, თურქეთი წინა პლანზე წევს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს.

თურქეთს სურს წინ წამოსწიოს  თავისი როლი სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებში. მას არ აწყობს ფართომასშტაბიანი ომის პროვოცირება. თურქული მხარეს  პრეტენზია გააჩნია, რადგანაც , მიუხედავად იმისა, რომ ის  ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრია, აქტიური როლი არ აქვს  მინიჭებული.  არ გამოვრიცხავ, რომ ერდოღანი მუდმივად ცდილობს მოიწვიოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვადასხვა გარიგებებზე, მაგალითად, მოლაპარაკების ახალი ფორმატის ფორმირებისთვის, როგორც სირიის შემთხვევაში, ასტანის ფორმატი, რომელშიც თურქეთი საკმაოდ აქტიურ როლს შეასრულებს, ცდილობს საქმეს ჩამოაშოროს  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, განსაკუთრებთ  საფრანგეთი  და აშშ ან  მნიშვნელოვნად შეზღუდოს მათი როლი. აცნობიერებს, რომ მისი შესაძლებლობებისა და გავლენის თვალსაზრისით ის ვერ შეედრება პუტინს,  ერდოღანი მზადაა პირველი ადგილი დაუთმოს  პუტინს, ხოლო თვითონ იმოქმედოს  მეორე ნომრად (გაუსწროს ირანს) “, – თქვა თურქოლოგმა.

რაც შეეხება თურქეთის აგრესიულ განცხადებებს სომხეთის მიმართ, გაბრიელიანი თვლის, რომ თურქეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ გამოწვევაა ჩვენთვის, არამედ შესაძლებლობა, რადგან ისინი ქმნიან დადებით ფონს რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

”ამ შემთხვევაში, ახალი შესაძლებლობები იხსნება დიპლომატიურ სფეროში, მათ შორის, ბაქოში მასობრივი მიტინგების გამოხატული ანტი-სომხური ხასიათისა და  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მეწამორის ატომური ელექტროსადგურის აფეთქთების შესახებ განცხადების  ფონზე.  სომხეთის გარდა, თურქეთის აგრესიულ განცხადებებსა და მოქმედებებს  გმობენ აშშ, ევროკავშირი, ევროკავშირის ცალკეული  წევრი სახელმწიფოები, არაბული სამყაროს  წარმომადგენლები,  ირანი  და ზოგჯერ რუსეთიც კი. ”სომხეთის წინააღმდეგ  თურქეთის აგრესიული განცხადებებითა  და მოქმედებებით  შეშფოთებულია ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომელთანაც ჩვენი ურთიერთობები ღრმავდება, მათ შორის თურქეთის რეგიონალური აგრესიის კონტექსტში”, ​​- თქვა გაბრიელიანმა.

შეეხო რა  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის განცხადებას, რომ ისრაელმა უნდა შეაჩეროს აზერბაიჯანისთვის მომაკვდინებელი იარაღის მიყიდვა, რომელიც ამ იარაღს იყენებს  მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თურქმეოლოგი აღნიშნავს, რომ ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენთვის უახლოეს მომავალში.

”ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია შევეცადოთ „ისრაელური შუბი“ ჩავარჭოთ  თურქეთ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, მუდმივად ხაზი გავუსვათ  (მანიპულირება მოვახდინოთ) იმას, რომ აზერბაიჯანი არ ეპყრობა თურქეთს, როგორც  მის უფროს „ძმას“,  მუდმივად ვაჩვენოთ, რომ „თურქეთის ტკივილი ეს  აზერბაიჯანის ტკივილი არ არის ”და ა.შ.  ვფიქრობ, გერმანიასთანაც  ძალიან სერიოზული მუშაობა გვჭირდება.  ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველა ზესახელმწიფოს, რომ სინამდვილეში ჩვენ არ ვართ სასაზღვრო დავების წამომწყები, მაგრამ ასეთი მეზობლების გამო გვიწევს გადარჩენისათვის ბრძოლა.  და ბოლოს, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვუგულველყოთ თურქეთის ბირთვული ამბიციები.  ერდოღანს, ჩემი აზრით, ნამდვილად აქვს ამბიციები ბირთვული იარაღის მიმართ. გარდა იმისა, რომ თურქეთი გენოციდური ქვეყანაა, ცხადია, რომ ბირთვული იარაღის არსებობის პირობებში, ერდოღანის გაკონტროლება შეუძლებელი გახდება. მისგან ზალიან მკაცრ და აგრესიულ ქმედებებს უნდა ველოდოთ , რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ევროკავშირის  ქვეყნების მიმართაც, აქ ჩვენ არ ვგულისხმობთ თურქეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას“, – დაასკვნა  ჰაიკ  გაბრიელიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button