
სომხეთის პრემიერ- მინისტრის მეუღლემ ანა ჰაკობიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა ფოტოები, სადაც წერს:
”მე და ქალბატონი ვალია „ჟენგიალოვ ჰაც“-ს (პური ფხალეულით. რედ.) ვაცხობთ ნიკოლ დუმანის სახლ-მუზეუმში.
შეუძლებელია ჩამოხვიდეთ არცახში და არ დააგემოვნოთ „ჟენგიალოვ ჰაც“-ი 25 სახის ფხალეულისაგან დამზადებული პური არის მეტად არომატული, სამზარეულოს განძი, ადგილობრივებისა და ტურისტების ყველაზე საყვარელი კერძი.
სხვათა შორის, „ჟენგიალოვ ჰაც“-მა უკვე რეკორდები დაამყარა. 2018 წლის ნოემბერში ყველაზე გრძელი „ჟენგიალოვ ჰაც“-ი დამზადდა ჰადრუთში.
1 საათსა და 30 წუთში, არცახელმა დიასახლისებმა გააკეთეს პური, წონით 20 კგ 885 გრამი, 2 მეტრი 83 სმ სიგრძითა და 71 სმ სიგანით.
რეკორდი დარეგისტრირდა “სომეხ გოლიათთა წიგნში”.







