მთავარისაზოგადოება
დადასტურდა კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა, 72 ადამიანი გამოჯანმრთელდა

,,Armradio.am” წერს, რომ 31 აგვისტოს დილის 11:00 საათისთვის სომხეთში დადასტურდა კორონავირუსული დაავადების 43,781 შემთხვევა.
30 აგვისტოს ჩატარდა 490 ტესტი, დადასტურდა 31 ახალი შემთხვევა, 72 გამოჯანმრთელდა, დაფიქსირდა 2 გარდაცვალება. პაციენტები იყვნენ 85 წლის მამაკაცი და 84 წლის ქალი. ამ უკანასკნელებს ჰქონდათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები.
31 აგვისტოს 11:00 საათისთვის სრული სურათი ასეთია:
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 43 781
მკრნალობს: 4,912
განკურნებული: 37 722
გარდაცვალება: 879
ჩატარებული ტესტირებები: 205 940.







