კულტურამთავარი

სომხეთში ჯაზის საერთაშორისო ფესტივალი საზღვრისპირა რეგიონებიდან აიღებს სტარტს

ერევნის ყოველწლიური  საერთაშორისო ჯაზ – ფესტივალი 2020 წელს დაიწყება ტავუშის რეგიონში.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, 13 სექტემბერს, 15:00 საათიდან გვიან ღამემდე, ქალაქ ბერდის დენდროპარკში  “სორანერ” ფესტივალი ნამდვილ დღესასწაულს აჩუქებს ჯაზის მოყვარულებს.  

ფესტივალი ჩატარდება სლოგანით „ზურგი და კულტურა“. გამოვლენ სომხეთის სახელმწიფო ჯაზის ორკესტრი (სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი არმენ ჰიუსნუნცი), ვაჰაგნ ჰაირაპეტიანის ტრიო, MVF Band, The Birds Band, Rafael Petrossian Quintet, Dialog music project, კარენ გრიგორიანის ტრიო, Davit Melkonyan Group-ի Personal Opinion project–ი და  Samvel Gasparyan Electric Trio.

მონაწილეები ჯაზის განწყობას გადასცემენ  საზღვრისპირა რეგიონების მცხოვრებლებს, ერევნიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოსულ სტუმრებს. ღონისძიებაზე შესვლა უფასოა. კონცერტის განმავლობაში დაცული იქნება ეპიდემიის ყველა დადგენილი წესი.

საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ ტარდება.

ნახეთ მეტი
Back to top button