ანალიტიკამთავარი

ხდება აზერბაიჯანის დემონტაჟი: საფრთხე ყველა მიმართლებით

აზერბაიჯანული პროპაგანდა, თურქულ პრესაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქურთ მუშათა პარტიის ბოევიკები განლაგებულნი არიან არცახში და ემზადებიან შეტევისთვის. დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანული პროპაგანდა ცდილობდა ლიბანელ და სირიელ  სომეხთა სამოქალაქო დასახლება არცახში  წარმოეჩინა, როგორც შეიარაღებულთა  მოძრაობა. ახლა, ფაქტობრივად, სიახლე შეიტანეს  და ამბობენ  თითქოს არცახში ასევე არიან ქურთ მუშათა პარტიის  მებრძოლებიც. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს Lragir.am-ი.

აშკარაა, რომ თურქულ-აზერბაიჯანული პროპაგანდის ძირითადი სამიზნე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთმა აზერბაიჯანს გადასცა სირიაში  მებრძოლების ჯგუფები. ანკარა და ბაქო ახლა ცდილობენ შექმნან “პარალელური საინფორმაციო ხაზი”, რომელიც დაფარავს ბოევიკების საკითხს. ეს ადასტურებს, რომ სირიიდან “დაქირავებულთა” განლაგება ძალიან ახლოს არის რეალობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი არ შეეცდება ინტენსიური ინფორმაციული “კონტრშეტევის” დაწყებას სომხეთის მიმართულებით.

”შესაძლოა ისინი უკვე იქ არიან”, – თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მნაცაკანიანმა, რომელიც ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით ცოტა ხნის წინ ჩავიდა, რაც უპრეცედენტო იყო ამ საკითხის სომხეთის ოფიციალური რეაგირების თვალსაზრისით.

ამასთან, აქ სიტუაცია არ არის ერთგვაროვანი. თურქეთ-აზერბაიჯანის საინფორმაციო “კონტრშეტევა” სომხეთისა და არცახის  მიმართულებით, უდავოდ, მხოლოდ პროპაგანდისტული ომით არ არის განპირობებული.

ტავუშში ივლისის ბრძოლების შემდეგ, აზერბაიჯანმა არა მხოლოდ სამხედრო მარცხი განიცადა, არამედ დე ფაქტო დაიშალა, როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, დემონტაჟი, რაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, დასრულდა და დასრულდა თურქეთის მიერ სამხედრო-პოლიტიკური გაგებით  აზერბაიჯანის მითვისებით.  აზერბაიჯანმა შეწყვიტა  სახელმწიფოებრივი წყობა და გახდა თურქული ექსპანსიონისტური მისწრაფებებისა და ინტერესების მოსამსახურე, სადაც დაქირავებულები ჩავიდნენ არა მხოლოდ ანტისომხური მიზნებისთვის.

აზერბაიჯანი ხდება მრავალმხრივი თავდასხმის ცენტრი ანკარის პოლიტიკის მხრივ, ასევე რუსეთის, კასპიის აუზისა და შუა აზიის რეგიონის, ირანის, ასევე საქართველოს მიმართულებით.

ცდილობს შეიქმნას მითი არცახში  ბოევიკების განლაგების შესახებ,  ყვება ქურთ მუშათა პარტიის  მებრძოლთა განლაგების იგავებს.   მძაფრი ინფორმაციითა და პროპაგანდით, ანკარა ცდილობს თავი გაიმართლოს იმ სახელმწიფოების წინაშე, რომლებსაც  კარგად ესმით  აზერბაიჯანში განთავსებული დაქირავებული მებრძოლების პოტენციური ქმედებები.  ბუნებრივია, რომ ისინი არ  გადაყლაპავენ ამ იდეებს და თავის მხრივ შეეცდებიან დაიცვან თავი  და მოამზადონ  კონტრშეტევა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც თურქული აგრესიის სამხედრო-პოლიტიკურ ფორპოსტად იქცა.

სავარაუდოა, რომ ისინი არ ჩაყლაპავენ  თურქეთ-აზერბაიჯანის პროპაგანდისტულ სატყუარას, რომლითაც ანკარა ცდილობს გაამართლოს ბაქოს მითვისება და თვითნებური დემონტაჟი.

ნახეთ მეტი
Back to top button