პოლიტიკა

მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები – ზალკალიანი დავით გარეჯზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. 

ზალკალიანმა განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზალკალიანის თქმით, პანდემიის გამო კომისიის შეხვედრები შეფერხდა, თუმცა მუშაობა არ შეჩერებულა

გასულ წელს ადგილი ჰქონდა ინციდენტებს დავით გარეჯში. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ერთობლივი კომისიის ფარგლებში. განახლდა თავად კომისიის შემადგენლობაც. ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო” ამბობს ზალკალიანი.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრია ჩამოსული. 

დავით გარეჯში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წელს იქ სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა- “სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს”- თქვა მაშინ პრეზიდენტმა

ამ განცხადებიდან მალევე, აზერბაიჯანულმა მხარემ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.

ნახეთ მეტი
Back to top button