მთავარიპოლიტიკა

საჭიროა თურქულ-აზერბაიჯანული ზრახვების განეიტრალება: კუხო-ში სომხეთის წარმომადგენელი

თქვა რა უარი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების  სხვა გზა  აირჩია, მოახდინა ფართომასშტაბიანი ომის პროვოცირება. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა კუხო-ში  ვიქტორ ბიაგოვმა დღეს გამართულ კუხო-ს  მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბიაგოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ არცახის  წინააღმდეგ კონტაქტის ხაზის გასწვრივ განხორციელებული აგრესიის გამო, უამრავი მსხვერპლი და დაჭრილია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. მან წარმოადგინა შექმნილი სიტუაცია , რაც გამოიხატება   მშვიდობიანი მოსახლეობის ინფრასტრუქტურის  განადგურებასა  და პროვოკაციულ  ქმედებებში.

სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა კოლეგების ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანის აგრესია წინასწარ იყო დაგეგმილი. მან ღრმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის თურქეთის უპირობო მხარდაჭერის გამო, რაც “სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევა”.

”განსაკუთრებით შემაშფოთებელია თურქეთის უპირობო სამხედრო-პოლიტიკური დახმარება აზერბაიჯანისთვის, რაც ხელს უწყობს სიტუაციის შემდგომ დესტაბილიზაციას კუხო-ს პასუხისმგებლობის არეალში და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის ხალხებს”, – თქვა ბიაგოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თურქი სპეციალისტები მსახურობენ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში და იყენებენ თურქეთის წარმოების სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საბრძოლო დრონებს  და სამხედრო თვითმფრინავებს.

”თურქეთ-აზერბაიჯანის დაჯგუფებების თავმოყრა  კუხო-ს წევრი ქვეყნის საზღვარზე არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს  გადაწყვეტილი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მთელი ძალებით, გავანეიტრალოთ  თურქეთ-აზერბაიჯანის  ალიანსის ზრახვები”, – დასძინა სომხეთის წარმომადგენელმა.

ბიაგოვმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება კონფლიქტის ესკალაციისთვის და სომხეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება.

”კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოებამ შეიძლება დაუყოვნებლივი საფრთხე შეუქმნას სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ შესაბამის სამხედრო-პოლიტიკურ მექანიზმებს საგარეო აგრესიის წინააღმდეგ კოლექტიური რეაგირებისთვის”, – ხაზი გაუსვა სომხეთის წარმომადგენელმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button