საზოგადოება

”არწრუნმა თქვა – კიდევ ერთი თვითმფრინავი”. მოწინააღმდეგის დანაკარგები ერევნის კაფეს “მენიუში” (ვიდეო)

ერევნის ცენტრში მოქმედ კაფეს წინ, ქუჩის კუთხეში დადგმულ დაფაზე აღნიშნული ციფრები რეგულარულად იცვლება დღის განმავლობაში.

არცახის თავდაცვის არმიის ყოველი ახალი განცხადების შემდეგ, კაფეს თანამშრომელი დაუყოვნებლივ იღებს ცარცს, სწრაფად შლის დაწერილ ციფრებს და მის ნაცვლად ახლებს წერს.

მტრის დანაკარგები ერევანის კაფეს ,,მენიუში”

ჩვენი ვიზიტის დროს, კაფეს თანამშრომელი ახდენდა კიდევ ერთ შესწორებას, ჩმოგდებული მტრის თვითმფრინავების რაოდენობა შეცვალა “2” -იდან “3”.

”არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ახლახანს გამოაცხადა, რომ ჩვენი ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ციფრების შეცვლა ძლივს მოვასწარით, რომ გაკეთდა ახალი განცხადება. თვითმფრინავების რაოდენობა უკვე 3 გახდა”, – გვითხრა თანამშრომელმა.

მტრის დანაკარგები ერევანის კაფეს ,,მენიუში”

არცახის ომში, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მტრისთვის  მიყენებული დანაკარგების აღრიცხვის იდეა, უცებ არ იშვა.

კაფეს დირექტორმა მოყვა, რომ პირველივე დღიდან, კაფეს შესასვლელთან განთავსებულ დაფაზე დაწერეს იმ დღეებში სომხეთის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველაზე პოპულარული ლოზუნგი. “ჩვენ გავიმარჯვებთ”.

”გამვლელი ხალხი კითხულობდა. ჩვენ მივხვდით, რომ დაინტერესება იყო და გადავწყვიტეთ ხალხისთვის უფრო სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა”, – ამბობს კაფეს დირექტორი.

Kananc gumartak

მტრის დანაკარგები ერევანის კაფეს ,,მენიუში”

ასე გაჩნდა იდეა მტრის დანაკარგების დათვლისა და კაფეში სტუმრებისა და გამვლელების ინფორმირების შესახებ. კაფის თანამშრომლების თქმით, ამ ინიციატივით ბევრი ადამიანი დაინტერესდა. გამვლელები ჩერდებიან, კითხულობენ, ხატავენ.

ამ ინფორმატიული და ინსპირაციული ინიციატივის პარალელურად, უკვე მე -5 დღეა, რაც კაფეში მხოლოდ სომხური, პატრიოტული სიმღერები ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 5 დღეა, კაფეში ვიზიტიორთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანმა დაკარგა 96 უპილოტო მფრინავი აპარატი, 11 ვერტმფრენი, 185 ჯავშანტექნიკა, 3 თვითმფრინავი.

ნახეთ მეტი
Back to top button