მთავარიპოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების პრემიერ-მინისტრის ერთობლივი კანდიდატი არის ვაზგენ მანუკიანი

საპარლამენტო და არასაპარლამენტო 17 პარტიისგან შემდგარი ,,სამშობლოს გადარჩენის საბჭოს“  პრემიერ-მინისტრობის ერთობლივი კანდიდატი არის სრ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა პარტია “ჰაირენიქის” თავმჯდომარემ არტურ ვანეციანმა.

17 პარტიამ, რომელთა რიცხვი დღეს გაფართოვდა, ჩამოაყალიბეს “სამშობლოს გადარჩენის საბჭო” და გადაწყვიტეს ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურის წარდგენა. ”ვაზგენ მანუკიანს აქვს გამოცდილება, მან გრძელი გზა გაიარა”, – აღნიშნა ვანეციანმა.

ვაზგენ მანუკიანს ადრე ეკავა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრისა და საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობები. 17 საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია 11 ნოემბრის შემდეგ ახორციელებს სხვადასხვა აქციებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

ნახეთ მეტი
Back to top button