სპორტი

უეფამ ნება დართო მატჩები ჩატარდეს სომხეთსა და აზერბაიჯანში

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა სომხეთსა და აზერბაიჯანს უფლება მისცა, უმასპინძლონ ტურნირებს  უეფას ეგიდით. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გადაწყვეტილება  მიიღო  უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გუშინდელ  შეხვედრაზე, რომელიც ვიდეო კონფერენციის საშუალებით ჩატარდა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 9 ნოემბერს  მთიან ყარაბაღში  სამმხრივი ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმი.  

საერთაშორისო აკრძალვა სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო თამაშების ჩატარების შესახებ 20 ოქტომბერს დაწესდა რეგიონში საომარი მოქმედებების გამო. ამ აკრძალვის გამო, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებმა, ისევე როგორც ევროთასებზე მოთამაშე  კლუბებმა, ნოემბერში ჩაატარეს მატჩები ნეიტრალურ მოედანზე.

ნახეთ მეტი
Back to top button