კულტურამთავარი

წმ. თადეოს მოციქულის მონასტერში მომლოცველობა შეტანილია იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

წმინდა თადეოსის მონასტერში მომლოცველობა შეტანილია იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში მიმდინარე იუნესკოს ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე -15 სხდომაზე, იუნესკომ გადაწყვიტა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეეტანათ სომხეთისა და ირანის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განაცხადი “მომლოცველობა წმინდა თადეოს მოციქულის მონასტერში”.

სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში, ელჩმა ქრისტიან ტერ-სტეფანიანმა მადლობა გადაუხადა კომიტეტს, განაცხადის “მომლოცველები წმინდა თადეოსის მონასტერში” კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის. მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ეს პროგრამა სიაში დარეგისტრირდა  ირანთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ინიციატივა მოწმობს სომხეთსა და ირანს შორის მყარ მეგობრულ ურთიერთობებზე, აგრეთვე ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარების ღირებულებებისადმი ორი ქვეყნის ერთგულებაზე.

წმ. თადეოს მოციქულის მონასტერში მომლოცველობა წარმოადგენს ირანის კულტურული და რელიგიური იდენტურობის შენარჩუნების, მრავალსაუკუნოვანი სომხური კულტურული ყოფის, უწყვეტობის, ძალისხმევის უნიკალურ გამოვლინებას. აღსანიშნავია, რომ წმ.თადეოს მოციქულის სამონასტრო კომპლექსი, წმინდა სტეფანე უხუცესის სომხურ და წორძორის სამონასტრო კომპლექსებთან ერთად, ჯერ კიდევ 2008 წელს დარეგისტრირდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ირანის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, დასახელებით ”ირანის სომხური სამონასტრო კომპლექსები”.

ნახეთ მეტი
Back to top button