ეკონომიკამთავარი

ბაქო აცხადებს, რომ ყარსი-გიუმრი-ნახჭევანი-მეღრი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 434 მილიონი დოლარი დაჯდება

 ყარსი-გიუმრი-ნახჭევანი-მეღრი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობა 434 მილიონი დოლარი დაჯდება. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმისა და კომუნიკაციის კვლევის ცენტრის დირექტორმა, ვუსალ ღასიმლიმ.

”თუ გავითვალისწინებთ, რომ სარკინიგზო კომუნიკაცია ყარსიდან გიუმრის მიმართულებით არის შესაძლებელი, ზოგადად, ყველა უცხოური წყაროს თანახმად, ყარს-გიუმრი-ნახჭევანი-მეღრი-ბაქოს გზა 434 მილიონ დოლარს საჭიროებს”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ყარსი-ნახჭევანი-მეღრი-ზანგელანი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალი აზერბაიჯანს დააკავშირებს ნახჭევანის ავტონომიასთან და სომხეთს შეეძლება ჰქონდეს სატრანსპორტო კომუნიკაცია რუსეთთან. ღასიმლიმ აღნიშნა, რომ ”აზერბაიჯანის შესაძლებლობების გამოყენებით, სომხეთს შეიძლება ჰქონდეს სარკინიგზო კავშირი რუსეთთან ორი მიმართულებით: გიუმრი-ნახჭევანი-მეღრი-ბაქო და იჯევანი-ყაზახი-ბაქო”.

ნახეთ მეტი
Back to top button