ანალიტიკამთავარიპოლიტიკა

გახარიას გადადგომა მმართველ პარტიაში სხვადასხვა ჯგუფს შორის ბრძოლად უნდა ჩაითვალოს. ქართველოლოგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს მმართველ პარტიაში განსხვავებული შეხედულებების ქონასაც. ამის შესახებ NEWS.am- თან საუბრისას განაცხადა ქართველოლოგმა ჯონი მელიქიანმა.

”ჩემი აზრით, გახარია იყო ეფექტური მენეჯერი, რომელმაც შეძლო კორონავირუსის რისკების მინიმალიზება, საგარეო ვალის ხარჯზე სუბსიდირება, მოსახლეობის და ბიზნესის მხარდაჭერა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დეკემბერში  ჩატარებული და იანვარში გამოქვეყნებული გამოკითხვების თანახმად, გახარიას რეიტინგი ნოემბრის გამოკითხვებთან შედარებით გაიზარდა, ანუ გახარიას ხარჯზე მმართველი ძალის მიმართ მხარდაჭერა იყო. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში 150 საპარლამენტო ადგილიდან 90 მიიღო და საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნა. ამ შემთხვევაში მისი გადადგომის უფრო ღრმა მიზეზი არსებობს, რაც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან და მის მიერ შექმნილი პარტიიდან გასვლასთან. ვინაიდან თავიდანვე, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდა, მასში სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები, და დღეის მდგომარეობით, მმართველ გუნდში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ძალოვანი ცენტრები, რომელთაგან ერთი გახარია იყო თავისი ვიწრო გუნდით, არის კალაძის ძალოვანი გუნდი და სხვა გუნდები. ახლა ეს გადადგომა ჩვენ უნდა განვიხილოთ ამ სხვადასხვა ჯგუფებს შორის ბრძოლით, რადგან გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის ტექსტში აღნიშნა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, რადგან მასსა და გუნდს შორის არსებობს უთანხმოებები, რის გამოც შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ის მხარს უჭერდა უფრო რბილ მეთოდს, გუნდის ძირითადი  ნაწილი კი, უფრო მკაცრს. ჩემი აზრით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – აღნიშნა ქართველოლოგმა და არ გამორიცხა, რომ გიორგი გახარია დატოვებს პარტიასაც.

”არსებობს შესაძლებლობა, რომ იგი მომავალში ან დააარსებს ახალ პოლიტიკურ ძალას ან  რომელიმე ახალ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება, რომ თავისი რეიტინგის კაპიტალიზაცია მოახდინოს. გამოდის, რომ ოპოზიციური  ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ლიდერის ნიკა მელიას საქმე კატალიზატორი გახდა და აჩვენა, რომ გახარია უფრო რბილი მიდგომის მომხრეა, ხოლო მმართველი გუნდის უმრავლესობა – მკაცრის, და ამ ყველაფრის შედეგად გვაქვს ეს სიტუაცია”, – აღნიშნა ქართველოლოგმა.

აღსანიშნავია, რომ გადადგომის შესახებ სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი გახდა მმართველ პარტიასთან შეუთანხმებლობა ნიკა მელიას დაკავების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, დეპუტატ ნიკა მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგაც, საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ჯონი მელიქიანის მიხედვით, ოპოზიცია შეიკრიბა ნიკა მელიას გვერდით და აცხადებს, რომ ისინი არ დაუშვებენ მის დაპატიმრებას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ.

”ახლა ღრმავდება შიდაპოლიტიკური კრიზისი. პოლიციამ გადაწყვიტა გადაიდოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, ალბათ დაელოდებიან ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველოში ყოფილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების რამდენიმე სახელი ვრცელდება: იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი , პირველი ვიცე პრემიერ მინისტრი მაია ცქიტიშვილი და პარტიის ,,ქართული ოცნების ” ლიდერი ირაკლი კობახიძე.

”მიუხედავად გახარიას განცხადებისა, რომ მისი გადადგომა ხელს შეუწყობდა პოლარიზაციის შემცირებას ქვეყანაში, არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმეს გადაჭრის, რადგან დღეს ოპოზიცია კმაყოფილია მისი გადადგომით, ვერ ხვდება, რომ მომავალმა პრემიერ-მინისტრმა შეიძლება უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას, და თუ ოპოზიცია არ წავა დათმობებზე და თუ ისინი განაგრძობენ მუშაობას თავიანთი დესტრუქციული მიდგომით, საქართველოში შიდა პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება”, – შენიშნა ქართველოლოგმა.

 ჯონი მელიქიანის თქმით, ხვალ შეიკრიბება პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო, სადაც წარდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, შემდეგ პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს მისი კანდიდატურა, რის შემდეგაც კვლავ ორი კვირის განმავლობაში პრემიერ მინისტრი წარადგენს მთავრობას, მაგრამ თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, მაშინ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.

ნახეთ მეტი
Back to top button