ანალიტიკამთავარი

10 000-იანი ჯარი – მუქარის ფონზე. ბაქოს სამხედრო წვრთნების გზავნილი

აღმოსავლეთმცოდნემ არტიომ ტონოიანმა სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა “ტარაწაშრჯან” (რეგიონი)-ის ფარგლებში ისაუბრა აზერბაიჯანში ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე, მის მიზნებზე და შესაძლო გზავნილებზე, აგრეთვე აზერბაიჯანში ომის შემდგომ ვითარებაზე.

ტონოიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი მასშტაბური სამხედრო სწავლება, რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანში ომის შემდეგ, და ოფიციალური მონაცემებით აქცენტი კეთდება, რომ ანტიტერორისტული მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ დავალებებს შეასრულებენ, და თუ მხედველობაში მივიღებთ რეგიონის ბოლო მოვლენებს, მაშინ ისინი ძირითადად მიმართულია სწორედ სრ-ის წინააღმდეგ და გარკვეულწილად მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არცახის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიას ახორციელებს, რის შესახებაც მეტყველებენ ე.წ. სამხედრო ექსპერტების აქცენტები, რომლებიც  აქტიურად თანამშრომლობენ მთავრობასთან.

”აშკარაა, რომ არსებობს გარკვეული ”პრობლემები ”, რომლითაც აზერბაიჯანის ხელისუფლება უკმაყოფილოა არცახში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მათი მოლოდინის თანახმად, არცახის განიარაღება უნდა მომხდარიყო, ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ლაჩინის დერეფანში კონტროლი არ ხორციელდება, და სომხეთს ჯერ კიდევ შეუძლია დერეფნის საშუალებით დაუკავშირდეს არცახს. ცხადია, რომ სამხედრო წვრთნები შეიცავს შეტყობინებას. არსებობს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი მზად არის ახალი სამხედრო ოპერაციების, ანტისტერორისტული ოპერაციებისათვის და ა.შ.”, – აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანში ტერორისტებად წარმოდგენილი არიან არა მხოლოდ ტყვედ მყოფი სამხედროები, არამედ ზოგადად, თითქმის ყველა მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს არცახის ტერიტორიაზე. ომის დროსაც  არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და არცახის ამჟამინდელი მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან დაკავშირებით მიმართეს ინტერპოლს. ექსპერტის აზრით, პრობლემა უფრო ფართოა და ზოგადად, ისინი ამ  ტერიტორიას მიიჩნევენ, როგორც ანტიტერორისტულ კერას, სადაც აზერბაიჯანის კანონი ჯერ არ მუშაობს.

ზანგეზურის დერეფნის საკითხის მანიპულირების ფონზე, ექსპერტის აზრით, ანტისომხური განწყობების ესკალაცია დაიწყო და პრეზიდენტმა ალიევმა მის ერთ-ერთ გამოსვლაშიც კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ან სომხები დათანხმდებიან ან აიძულებენ, რომ დათანხმდნენ. და სამხედრო წვრთნებით ხდება მუქარის ატმოსფეროს შექმნის მცდელობა.

ნახეთ მეტი
Back to top button