კულტურა

სომხეთი “ევროვიზია 2024”-ის მეორე ნახევარფინალში  გამოვა

პრესტიჟულ სიმღერის კონკურსში „ევროვიზია 2024“  სომხეთის წარმომადგენელი ჯგუფი „ლადანივა“ კონკურსის მეორე ნახევარფინალში გამოვა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ჯგუფი სიმღერას „ჟაკო“ მე-8 ნომრით შეასრულებს.

პრესტიჟული “ევროვიზია 2024” 2024 წლის 7, 9 და 11 მაისს შვედეთში, მალმოში გაიმართება.

სომხურ-ფრანგული ჯგუფის “ლადანივას” დამფუძნებლები არიან ჟაკლინ ბაღდასარიანი და ლუი თომასი. ჯგუფის სხვა ფრანგი წევრები რეგულარულად იცვლებიან. დღემდე „ლადანივამ“ მუსიკის მოყვარულებს საინტერესო, უნიკალური მიდგომით წარუდგინა „ზეფიური პეს“ (ნიავივით), „ვაი ამან“, „სარერი ჰოვინ მერნემ“ (მთების სიგრილეში მოვკვდები) და სხვა სომხური ხალხური სიმღერები, რამაც ჯგუფს  დიდი აღიარება მოუტანა სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button