პოლიტიკა

საერთაშორისო ზეწოლის ნაკლებობა ალიევს საშუალებას აძლევს, საფრთხე შეუქმნას რეგიონულ სტაბილურობას  –  პანსომეხთა კავშირი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ მინიშნებული „სერიოზული ნაბიჯები“ სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი საფრთხე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს გარდმან-შირვან-ნახიჯევანის პანსომეხური გაერთიანება, რომელიც ილჰამ ალიევის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხება.

„23 აპრილს ილჰამ ალიევმა კონფერენციის „COP29 და აზერბაიჯანის მწვანე ხედვა“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, რომ საფრანგეთი, ინდოეთი და საბერძნეთი ღიად აიარაღბენ  სომხეთს. ილჰამ ალიევი იმუქრება,  რომ სომხეთისგან საშიშროების აღმოჩენის შემთხვევაში „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ მინიშნებული „სერიოზული ნაბიჯები“ სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი საფრთხე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ილჰამ ალიევი სომხეთს შეიარაღების „საფრთხეში“ ადანაშაულებს, მაგრამ ავიწყდება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უბრალოდ გაორმაგდა, ხოლო იარაღისა და იარაღის შესყიდვის მოცულობა კვლავ იზრდება. შეუჩერებლად. თუმცა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ შეიარაღების რბოლაში ისწრაფვის ჩემპიონობის ტიტულისათვის, არამედ მეოომისკენ მომწოდებელი განცხადებებით ცდილობს შექმნას შესაბამისი ატმოსფერო თავისი აგრესიული ექსპანსიონისტური გეგმების განსახორციელებლად. აზერბაიჯანი ადანაშაულებს იმ ქვეყნებს, რომლებიც განუწყვეტლივ გამოხატავენ უთანხმოებას და პროტესტს აზერბაიჯანის დანაშაულებებზე და განა ის ქვეყნები, რომლებმაც იარაღი მიაწოდეს აზერბაიჯანს ეთნიკური წმენდისა და სომეხი მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილების განსახორციელებლად, არ ექვემდებარება დაგმობას? სომხეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და ეს აუცილებლობა ხომ არ არის აზერბაიჯანული მუქარისა და მუდმივად მზარდი საფრთხეების შედეგი? ილჰამ ალიევი კიდევ ერთხელ მიმართავს თავისთვის და მისი რეჟიმისთვის დამახასიათებელ მანიპულაციურ მეთოდებს, რათა განახორციელოს ის მიზნები სომხეთის წინააღმდეგ ზეწოლისა და მუქარის ფასად, რაც თავისი ბუნებით და შინაარსით შეიძლება მთლიანად დახასიათდეს როგორც კაცობრიობის წინაშე მიმართული დანაშაული.

ნახეთ მეტი
Back to top button