მთავარიპოლიტიკა

რუსეთი აზერბაიჯანს ყარაბაღის ოკუპაციის დროს დაეხმარა. ნორატ ტერ-გრიგორიანცი

სომხური საზოგადოება რუსეთით უკმაყოფილოა და ის სწორად იქცევა. მსგავსი მოსაზრება NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნორატ ტერ-გრიგორიანცმა გამოთქვა.

მან აღნიშნა, რომ 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ ყარაბაღში დისლოცირებულ 2000-მდე სამშვიდობოსგან შენდგარ ბრიგადას არ უნდა გაესროლა. თუმცა აზერბაიჯანმა ჯერ ლაჩინის დერეფანი დაიკავა, შემდეგ კი ე.წ. ოპერაცია განახორციელა.

„ყარაბაღის სომხებს ეგონათ, რომ რუსები დგანან და ყველაფერს შეინარჩუნებენ. მაგრამ რუსეთმა საერთოდ არაფერი არ იღონა და ამ ყველაფერში თავისი წვლილიც შეიტანა. ეს კარგად ვიცი. ამიტომ სომხებმა შეცვალეს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და მოიწვიეს დასავლეთი“, – განაცხადა გენერალმა.

ნახეთ მეტი
Back to top button