ეკონომიკა

ვიცე-პრემიერმა გრიგორიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი

ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ევგენი რუგენაატი.

როგორც „არმენპრესი“ აღნიშნავს, შეხვედრის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის თანამშრომლობას მსოფლიო ბანკთან და აღნიშნა, რომ ის არამხოლოდ სომხეთის დონორი ორგანიზაციაა, ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის მხარდაჭერითაც ქვეყანაში საკვანძო რეფორმები ტარდება.

შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის ოფიციალურ პირს წარუდგინა მთავრობის ხედვა უმნიშვნელოვანესი სექტორების განვითარების შესახებ, კერძოდ, განათლების, ჯანდაცვის, კაპიტალის ბაზრის სფეროებში არსებულ პრობლემებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

ნახეთ მეტი
Back to top button