საზოგადოება

აშშ-ში  საქართველო -ისრაელის იარაღის საწარმოსთან დაკავშირებული ბიზნესმენი დააკავეს

ლას ვეგასში დააკავეს ბიზნესმენი იოჰან ელიგულა, რომელიც საქართველო -ისრაელის ავტომატური იარაღის  აწყობის საწარმოსთანაა დაკავშირებული.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორი საქართველოს 58 წლის მოქალაქეს ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობით მოპოვებული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. საქმეში მისი 34 წლის ვაჟი დავით ელიგულაც არის ჩართული.

Newsgeorgia-ს ცნობით, მამა-შვილმა 2023 წელს ხუთჯერ მიიღეს დიდი თანხა FBI-ის აგენტებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ კოლუმბიური ნარკოკარტელის წევრებს. ჯამში მათ 500 000 დოლარზე მეტი ნაღდი ფული გადაურიცხეს. მომსახურების საფასურის გამოქვითვის შემდეგ, მამა-შვილმა თანხა აგენტებს კრიპტოვალუტით და საბანკო გადარიცხვით გადაურიცხა. იოჰან ელიგულამ მომხმარებლებს შესთავაზა მისგან საბრძოლო მასალა შეეძინათ.

„ის იკვეხნიდა,  რომ ერთ-ერთ ქვეყანაში აკონტროლებს სამხედრო მრეწველობის მნიშვნელოვან ნაწილს“, – აცხადებენ პროკურატურაში. FBI-ის აგენტებმა დაარწმუნეს ბიზნესმენი მათთვის რვა მიწა-ჰაერი რაკეტა მიეყიდა და ეუბნებოდნენ, რომ რაკეტები საჭირო იყო სამთავრობო ვერტმფრენების ჩამოგდებისთვის, რომლებიც არღვევდნენ ნარკოკარტელის ოპერაციებს.

ელიგულა 15 აპრილს, თანხის ნაწილის, 690 ათასი დოლარის გადარიცხვის დროს დააკავეს. მისი შვილი იმავე დღეს დააკავეს. მამა-შვილს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველო-ისრაელის ავტომატური იარაღის ასაწყობი ქარხნის გახსნის კადრებში საქართველო -ისრაელის ტელეკომპანია „პირველმა“ იოჰან ელიგული შენიშნა. ქარხანა დაარსდა 2021 წელს თბილისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ ბაზაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button