საერთაშორისო

თურქეთმა მხარი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე რუტეს კანდიდატურას  დაუჭირა

თურქეთმა მხარი დაუჭირა ნიდერლანდების მთავრობის ამჟამინდელი მეთაურის მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ამის შესახებ ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაციამ (NOS) ალიანსის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

„თურქეთმა მხარი დაუჭირა გადამდგარი პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს სათავეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუტე სტამბოლს 26 აპრილს ეწვია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად. თურქეთი იყო ნატოს უკანასკნელი ოთხი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც კვლავ უჭერდა მხარს რუტეს.

ნახეთ მეტი
Back to top button