პოლიტიკა

ბრიუსელმა უარი უნდა თქვას სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ „თანაბარი დისტანციის პოლიტიკაზე“. რასმუსენი

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „Le Monde“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მოუწოდა ბრიუსელს, უარი თქვას „თანაბარი დისტანციის პოლიტიკაზე“ სომხეთსა, რომელმაც აირჩია დასავლეთისკენ მიბრუნება და აზერბაიჯანს შორის, რომელიც აგრესიული ავტოკრატიით მკვიდრდება რუსეთის გავლენით ბანაკში”.

„ევროპამ უნდა აიღოს შუამავლის როლი მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში. მაგრამ მისი მიდგომა უნდა ასახავდეს იმ რეალობას, რომ სომხეთმა აირჩია ევროპული დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოება, ხოლო აზერბაიჯანი აგრესიული ავტოკრატიის ბანაკში ზის. ევროპული სიცხადისა და ამბიციების ნაკლებობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სომხეთის ახალგაზრდა დემოკრატიას და მის გეოპოლიტიკურ ღერძს“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, ახალი მიდგომის დასაწყისი 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილ სამმხრივ სამიტზე უნდა დადგეს, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უმასპინძლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button