პოლიტიკა

“სმეჩერები” ისევ “საბრძოლველად” გამოვიდნენ: სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო გამოაქვეყნა

რეაქტიული სისტემა „სმერჩის“  პერსონალის 95% -ი მონაწილეობდა არცახის ომში.  

სომხეთში  დაიწყო სამხედრო სწავლება  რეაქტიული სისტემა „სმერჩის“ გამოყენებით.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე ვარჯიშია. „სმერჩერები“ მარტის თვეში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ.

თავდაცვის სამინისტროს  პროგრამა “შეიარაღებული ძალების”  რეპორტაჟში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნებში ამ დარტყმითი სისტემების საუკეთესო ნიმუშები იქნა გამოყენებული.

სმერჩერის საბრძოლო ნაწილებმა ასევე შეიმუშავეს სწრაფი მოძრაობის სავარჯიშოები.

როგორც სარაკეტო ჯარების საარტილერიო დეპარტამენტის შტაბის უფროსი  რუბენ გასპარიანი  ამბობს,  რეაქტიული სისტემების  სამხედრო პერსონალიდან დაახლოებით 95% მონაწილეობდა შარშანდელ ომში, დაუგროვდათ  დიდი საბრძოლო გამოცდილება. ასეთი სამხედრო წვრთნებიკი  საბრძოლო უნარების განვითარების დამატებით შესაძლებლობას იძლევა.

ნახეთ მეტი
Back to top button