ანალიტიკამთავარი

რეგიონალური გამოწვევები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში

ავტორი გიტა ელიბეკიანი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მოხსენებაში   ქვეყნის წინაშე  არსებულ გამოწვევებთან ერთად შევიდა   ახალი რეგიონალური რეალობებიც. ოფიციალური თბილისი განსაკუთრებით შეშფოთებულია რეგიონში რუსეთის პოზიციის განმტკიცებით. ანგარიში ლაპარაკია აგრეთვე ქვეყნის ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის დაძაბულობის ჩამოგდების მცდელობაზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხსენებაში, სადაც ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოდგენილია, როგორც “2020 წლის რეგიონის განსაკუთრებული საკითხი”, ნათქვამია, რომ ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ სცადა კონფლიქტის გადატანა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ ადგილებში, რათა დაერღვია საქართველოში არსებული მშვიდობიანი თანაცხოვრება. საქართველოს პოლიტიკური ექსპერტი ეგორ კუროპტევი  აღნიშნავს:

”იმ დღეებში მულტინაციონალური საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შიდა თემებზე ფოკუსირება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებობს დიდი სომხური და აზერბაიჯანული დიდი თემები. დაძაბულობამ და ომებმა არანაირად არ უნდა იმოქმედონ სომხეთ-აზერბაიჯანის ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე“.

პოლიტოლოგი გელა ვასაძე ფიქრობს, რომ ყოველ ჯერზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დაძაბულობამ, განსაკუთრებით ყარაბაღის ბოლოდროინდელმა ომმა, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოში. სომხებით დასახლებულ და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული (ასევე რუსული) მედია გამოიყენება. თბილისმა ეფექტურად ვერ სესძლო რეაგირება იმ დღეების  დეზინფორმაციულ ნაკადებზე.

 ”საქართველოს, რომელსაც ჰყავს კონფლიქტური მეზობლები, დიდი სომხური და აზერბაიჯანული თემები ქვეყანაში, არ აქვს რუსულენოვანი ტელეკომპანია ან სომხურ და აზერბაიჯანული მედია საშუალებები, რატა ჯეროვნად შესძლოს სახელმწიფო პოზიციების წარმოჩენა“.

ვასაძის თქმით, მოხსენებას აკლია არა მხოლოდ ეს საკითხი, არამედ ისიც, თუ როგორ შეუძლია საქართველოზე გავლენა მოახდინოს მეზობლებმა. მისი თქმით, საქართველომ შესძლო ნეიტრალური დარჩენილიყო  ომის მსვლელობისას და დღეს ის ნამდვილად შეიძლება გახდეს მოლაპარაკებების პლატფორმა. ”რაც დღეს საქართველოს შეუძლია გააკეთოს, არის პლატფორმის შექმნა ორივე მხარისთვის  და ეს უნდა მოხდეს  დროულად“.

ვასაძე ვერ ხედავს რუსეთის პოზიციების განმტკიცებას რეგიონში. მისი თქმით, რუსეთმა გააძლიერა პოზიციები სომხეთში, თურქეთმა აზერბაიჯანში. ზოგადად, ქართველ ექსპერტებს არ აწუხებთ თურქეთის და რუსეთის გააქტიურება რეგიონში.

საქართველოში ასევე არსებობს გარკვეული შეშფოთებები რეგიონული ინფრასტრუქტურის ბლოკირების შემთხვევაში საქართველოს სატრანზიტო როლის შემცირებაზე.

გასულ კვირას პრეზიდენტ არმენ სარქისიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს ქართველ კოლეგებთან შეხვედრების ცენტრში იყო რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხი. პრეზიდენტის განცხადებით, სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში შეუძლებელი იქნება არცახის საკითხის სამართლიანი, საბოლოო გადაწყვეტის გარეშე. საქართველო დასძენს, რომ სტაბილურობა შეუძლებელი იქნება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარების გარეშეც.

ნახეთ მეტი
Back to top button