მთავარისაერთაშორისო

საქართველოში 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა,

საქართველოში 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები დედაქალაქში იგრძნობოდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 157 კილომეტრში, დაბა ყაზბეგიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 31 კილომეტრში, სოფელ ბოქჩვილოსთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:43 საათზე 24 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

საქართველო – საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა – 7-ბალიანი მაგნიტუდის – 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

ნახეთ მეტი
Back to top button