მთავარისაერთაშორისო

თურქული კომპანიის მიერ ჰესის მშენებლობა საქართველოს ინტერესებში არ შედის: დემონსტრაცია თბილისში

საქართველოში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტმა  ქუთაისიდან თბილისში გადაინაცვლა. დემონსტრანტებმა გადაკეტეს  დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და  სახელმწიფო შენობების შესასვლელები. გაისმოდა შეძახილები   “არა ნამახვანჰესს”,  “არა თურქებს”.  მოთხოვნაა თურქეთის კომპანიასთან ჰესის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტა.

მთავრობამ კვლავ დააიგნორა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მომიტინგეების ულტიმატუმი. დღეს, მომიტინგეები გადადიან ბრძოლის ახალ ტაქტიკაზე, ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში დედაქალაქისა და ცენტრალური ქუჩების პარალიზებას განაგრძობენ, რეგულარულად დაბლოკავენ  სახელმწიფო შენობების შესასვლელებს.

”ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობა უკვე ამოწურულია. ეს არის სპონტანური ქმედება, რა თქმა უნდა კანონის  ფარგლებში“.

”ულტიმატუმებით საუბარი ბნელ 90-იანებს მოგვაგონებს. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა აუცილებელია ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის”, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომლის გადადგომაც მოითხოვეს აქციის მონაწილეებმა.

ათასობით მოქალაქე შეუერთდა “რიონის ხეობის დამცველებს”, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ამ მოძრაობამ განსაკუთრებით ძალა მოიკრიბა,  განსაკუთრებით მაშინ,  როდესაც გაირკვა, რომ თურქული კომპანია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი გახდება. ხეობა 99 წლის განმავლობაში გადაეცა თურქულ კომპანიას.  მომიტინგეების აზრით, ეს ნიშნავს სამუდამოდ.

”საქართველოს მცირე ჰესები სჭირდება, რომ ხეობა არ განადგურდეს, ჩვენი საკუთარი მიწა არ გასხვისდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ასი წლის განმავლობაში თურქებს მივცემთ მიწას, ის აღარ იქნება ჩვენი. ”

”ჰესის მშენებლობაზე კონტრაქტის შეწყვეტა საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა იმ განცხადებების საპასუხოდ, რომ თურქული კომპანიის წინააღმდეგ ქმედებები ორგანიზებულია და ფინანსდება რუსეთის მიერ.

დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში გაშალეს კარვები, სადაც შეეცდებიან ხვალ ხელი შეუშალონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებას.

ავტორი გიტა ელბაქიანი

ნახეთ მეტი
Back to top button