მთავარისაერთაშორისო

44-დღიანი ომის დროს აზერბაიჯანის მხარის დაღუპულთა რიცხვი, თურქული მხარის ცნობით, 6000-ს აღწევს, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით აცხადებენ 2900 -ის შესახებ

31 მაისს, აზერბაიჯანმა გამოაქვეყნა 44-დღიანი არცახის ომში დაღუპულთა საბოლოო მონაცემები, რომლის თანახმად, აზერბაიჯანულმა მხარემ 2881 სამხედრო მოსამსახურისა და 93 მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი მიიღო. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნაღმის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 414 დაშავდა. გამოდის, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროების თანახმად, აზერბაიჯანს სულ 2979 მსხვერპლი ჰყავს.

ამასთან, თურქეთმა არა უშუალოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დანაკარგები 6000-ს აღწევს.

თურქეთმა აზერბაიჯანის მსხვერპლთა შვილებს საჩუქრების “ქარავანი” გაუგზავნა.

”ყარაბაღის განთავისუფლებისთვის 44-დღიან ომში დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების 6000 ოჯახი მიიღებს საჩუქრებს. 20 ივნისამდე ”ქარავანი” ეწვევა აზერბაიჯანის 16 ქალაქს ”, – იუწყება რუსულენოვანი ტელეგრამ არხი TRT.

ნახეთ მეტი
Back to top button