ანალიტიკამთავარი

“რუხი მგლები” საქართველოში ბიზნესის და საქველმოქმედო ნიღბების ქვეშ

”თურქი ნაციონალისტური  „რუხი მგლები“ საქართველოში ჩადიან  როგორც ბიზნესმენები და ქველმოქმედნი.  საქართველოში ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრები წლების განმავლობაში მოქმედებდნენ ქვეყნის მასშტაბით, ისე რომ ეჭვსაც კი არ იწვევდნენ.  

ისლამურ ტერორისტულ ჯგუფებს სხვადასხვა ფილიალი აქვთ, ამბობს ქართველი ტერორიზმის ექსპერტი და ჟურნალისტი იოსიფ ზაალიშვილი და აღნიშნავს, რომ “რუხი მგლები” ჰუმანიტარული და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნიღბით ჩამოდიან ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო. ისინი საქართველოში ღიად არ მოქმედებენ. ”მაგალითად, თურქეთის საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდი (IHH) თავს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციად, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია. საქართველოში, აზერბაიჯანში, ისინი დაკავებულნი არიან  მუსლიმების შეკრებით, მოგვიანებით მათ “ნაცრისფერი მგლების” რიგებშიც კი ღებულობენ.  ეს ორგანიზაცია (IHH) მოქმედებს საქართველოში, მათ გვერდზე ღიად წერია, რომ “ჰუმანიტარული ტვირთი“  აჭარაში, პანკისში გადააქვთ, ბაირამობისა  და ისლამური დღესასწაულების დროს.

ზაალიშვილის თქმით, თურქული ბიზნესი და თითქმის უპროცენტო იპოთეკური სესხი თანდათან ცვლის საქართველოს. მისი თქმით, პანთურქიზმის პროგრამა საქართველოში ასეთი სახით შემოდის.

”ისინი („ნაცრისფერი მგლები“) აქ მოდიან როგორც ინვესტორები, ბიზნესმენები, ქველმოქმედები  ”ისინი საქართველოში ისლამური ჰუმანიტარული ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედებენ“.

”აჭარის რეგიონი, ბათუმი, ეს უკვე აღარ არის საქართველო, იქ თურქეთის გავლენა ძალიან დიდია”, – ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს  თურქეთის მხრიდან საფრთხის შესახებ.  დემოკრატიულ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ასეთი ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს. ის  არ არის ღირსი ნატოში გაწევრიანების”. გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას უვიზო მიმოსვლა თურქეთთან, რათა ქვეყანა შორს დაიჭიროს ტერორისტული აქტებისგან.

კიდევ ერთი ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (GFSIS) მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე  ამბობს, რომ “რუხი მგლები”, რომლებიც პირველ რიგში თურქ ნაციონალისტებს აერთიანებს, ცდილობენ წარმომადგენლობა  და გავლენა მოიპოვონ თურქულენოვან ენაზე მოსაუბრე გარემოში. ამ დღეებში ისინი განსაკუთრებულად გააქტიურდნენ აზერბაიჯანში.

”თურქეთი აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიურ კომპონენტზე, მაგალითად, ასეთი სამუშაოები კეთდება აჭარაში, ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ ნაციონალისტური და პანთურქული ორგანიზაციების საქმიანობა რომ ყოფილიყო, ეს არ დაგვემალებოდა“-ამბობს კვახაძე.

დროდადრო ქართულ პრესაში ამის შესახებ  ახალ ამბებს  უგულველყოფენ, რადგან, ექსპერტის აზრით, ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობამ არ იცის რა ორგანიზაციაზეა საუბარი.

ნახეთ მეტი
Back to top button