ეკონომიკამთავარი

ვაჰან ქერობიანმა მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სომხეთში

9 ივნისს, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჰან ქერობიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას ბადახშან ზოჰური. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ვაროს სიმონიანი და ნარეკ ტერიანი.

მიესალმა რა სტუმარს, ვაჰან ქერობიანმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს გააქტიურდა მჭიდრო თანამშრომლობა ირანთან. ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესახებ სომხეთში ვიზიტით მყოფ დელეგაციებთან მრავალი შეთანხმება იქნა მიღწეული.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ერთობლივი პროგრამები და ინიციატივები. საპასუხოდ ელჩმა აცნობა, რომ ირანულმა მხარემ უკვე შეიმუშავა საგზაო რუკა და გრაფიკი ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად, რომელშიც პროგრამების პრიორიტეტებია განსაზღვრული. საგზაო რუქის და გრაფიკის არსებობა საშუალებას მოგვცემს მოკლე დროში განვახორციელოთ სომხეთ-ირანის თანამშრომლობის დღის წესრიგში შეტანილი პროგრამები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სავაჭრო, მრეწველობის (მათ შორის ქიმიური მრეწველობა), ფარმაცევტული, ტურიზმისა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული დღის წესრიგი, მათ შორის პერსპექტიული პროგრამების განხორციელება, ინვესტიციების მოზიდვა და სომხეთსა და ირანს შორის ექსპორტისა და იმპორტის ეფექტური ორგანიზება. მნიშვნელოვნად მიიჩნია რა სააფთიაქო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, ვაჰან ქერობიანმა აცნობა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია სომხური ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ირანში, ამ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვისა და შეთანხმებების მისაღწევად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ეფექტური ორგანიზების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება სავაჭრო ბრუნვის და ტურიზმის ნაკადების მოცულობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის. ამ კონტექსტში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა ერევნიდან ისპაჰანის მიმართულებით პირდაპირი ფრენების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენის დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ელჩმა შესთავაზა შეექმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ირანის შესაბამის სტრუქტურებსა და ტურიზმის კომიტეტთან, რომელიც შეიმუშავებს ერთობლივ ტურისტულ პაკეტებს ევროპიდან ტურისტების მოსაზიდად.

აბას ბადახშან ზოჰურმა განაცხადა, რომ ირანული სამშენებლო კომპანიები დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ ,,ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის“ სისიან-ქაჯარანის მონაკვეთის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში. შეხვედრაზე ვაჰან ქერობიანმა ხაზი გაუსვა “სპარსეთის ყურე-შავი ზღვის” საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს პროექტის განხორციელებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

შეეხო რა 24 მაისს სომხეთის ეკონომიკისა და ირანის რესპუბლიკის გზებისა და ირანის გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ მემორანდუმის განსახორციელებლად სამინისტრომ უკვე შეიმუშავა სამუშაო ჯგუფი, მინისტრის მოადგილის ვაროს სიმონიანის მეთაურობით.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მკაფიო ნაბიჯები გადადგან ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ერთობლივი პროექტების შესაქმნელად, როგორც ქვეყნის, ასევე ხალხთა ინტერესებიდან გამომდინარე და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს უკვე არსებული პროგრამები.

ნახეთ მეტი
Back to top button