ანალიტიკამთავარი

თბილისს შეუძლია თავისი როლი ითამაშოს სომეხი ტყვეების დაბრუნების საქმეში: მოსაზრებები საქართველოდან

სომეხი ტყვეების დაბრუნების საქმეში  საქართველოს შუამავლობა  თბილისში მიაჩნიათ უპრეცედენტოდ, გარდა ამისა ეს თავისებური საფუძველია იმისა, რომ მსგავს საქმეებში თბილისი  კვლავ იქნას ჩართული.   საქართველოში არსებობს მოსაზრებები, რომ  რეგიონში დასავლეთის საიმედო მოკავშირის მეშვეობით ცდილობენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება დაუბრუნონ საერთაშორისო მანდატის მქონე ეუთოს მინსკის ჯგუფს.

ეს ჰუმანიტარული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული იქნა საქართველოს ხელისუფლების, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით.

საქართველოს ახალ  დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა  რეგიონალური ვიზიტები ბაქოში, ერევანში, ანკარაში, მანამდე კი ბრიუსელში გამოიყენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საქმიანობის გასააქტიურებლად.  საქართველოში ყველა, ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოება კმაყოფილია:  ”საქართველოს განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ორ მეზობელთან უნდა ემსახურებოდეს მშვიდობის დამყარებას”, – ამბობენ ისინი.

პოლიტიკური ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხაზს უსვამს, რომ ეს არა მხოლოდ ჰუმანიტარული აქტია, არამედ შორსმიმავალი დიპლომატიური ნაბიჯიც.

”ეს არის იმედის ნაპერწკალი, რომ საქართველომ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად, შეიძლება პოზიტიური როლი შეასრულოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებაში. პირველი ნიშნები საქართველოსთვის საამაყოა. საქართველომ შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში. ”იმედი მაქვს, რომ საქართველო კვლავ ითამაშებს როლს ჩვენს მეგობარ მეზობლებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში.”

საქართველოს ხელისუფლება დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მუშაობდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მისაღწევად, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შედეგად, აზერბაიჯანი დათანხმდა დააბრუნოს  15 სამხედრო ტყვე,  ყარაბაღის აკნის (აღდამის) რეგიონში დანაღმული  ველების რუკის სანაცვლოდ.

ქართველი ანალიტიკოსის, ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი მელაშვილის განცხადებით, ორივე მხრიდან მოხდა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული გაცვლა, მაგრამ აზერბაიჯანმა ყველა ტყვე უნდა დააბრუნოს. ”ომის შემდეგ არავინ უნდა იყოს ტყვეობაში”, საქართველოს  დასავლეთის მხარდაჭერით ამ მიმართულებით კვლავ შეუძლია გარკვეული როლის შესრულება.

”ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი, რომელიც არ იყო აქტიური ყარაბაღის ომის დროს, ახლა ცდილობს დაკარგულის ანაზრაურებას  და იყენებს საქართველოს, როგორც პოზიტიური ჩართულობის პლატფორმას. ამ შემთხვევაში საქართველო და დასავლეთი არ უნდა განიხილებოდეს ცალკე. ”თბილისს არ აქვს რესურსი, რომ შეასრულოს ერთპიროვნული შუამავლის როლი, მაგრამ როგორც დასავლეთის მოკავშირე, ის უკვე მნიშვნელოვანი მოთამაშეა დასავლეთთან”.

საქართველო იბრუნებს ისტორიული შუამავლის როლს, აშშ და ევროკავშირი დაბრუნდნენ რეგიონში. ასეთი აზრი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ექსპერტების აზრით, საქართველო ამგვარი როლის შესრულებას პირველი რესპუბლიკის წლებში ცდილობდა.

”საქართველო აქამდეც იყო პლატფორმა სახალხო დიპლომატიისთვის, ახლა ის შეიძლება გახდეს პოლიტიკური დიალოგის ადგილი”, – თქვა ანა დოლიძემ, ყოფილი პრეზიდენტის (გიორგი მარგველაშვილი) ყოფილმა მრჩეველმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა.

სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების ექსპერტი ამირან სალუქვაძე ხაზს უსვამს, რომ ომის შემდეგ, როგორც წესი, რთულია დიალოგის დაწყება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გარე ჩართულობა, როდესაც არსებობს მაღალი ნდობა.

”თბილისი ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობის შუამავალი, ეს ფაქტი თავისთავად პოზიტიურია მთელი კავკასიისთვის. უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახლში, ისეთ პატარა რეგიონში, რომლის სიმშვიდე და სტაბილურობა დამოკიდებულია რეალობის სწორად აღქმაზე. ორივე მხარემ უნდა გადალახოს ის ტკივილი, რაც ომის დროს განიცადა, ეკონომიკური კავშირები უნდა გაგრძელდეს და რეგიონის განვითარება უნდა დაიწყოს“.

ექსპერტის აზრით, ეს არის წინაპირობა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება გაგრძელდეს დასავლეთის ჩართულობით.

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button