ანალიტიკამთავარი

აზერბაიჯანი შვლის ნუკრის უცოდველი თვალებით მოითხოვს, რომ სამხედრო ტყეებმა ჩვენება მისცენ სანატორიული პირობების შესახებ

ყარაბაღის კონფლიქტის დროს  ათასობით ადამიანი იქნა შეპყრობილი და უგზო-უკვლოდ გამქრალი. ათეულობით  წამებით იქნენ მოკლულნი  აზერბაიჯანის წამების საკნებში. შედარებით მშვიდობიან დროსაც კი, აზერბაიჯანის მხარეს მდებარე სომხური სოფლების სამოქალაქო პირებიც კი  დაუყოვნებლივ დივერსანტად გამოაცხადეს.  ზოგ შემთხვევაში ისინი გაასამართლეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი  გაუგებარ ვითარებაში გარდაიცვალნენ. მრავალი ფაქტი არსებობს, ვილაპარაკებთ მათ შორის რამდენიმეზე.

2010 წლის 11 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შამშადირის მიმართულებით შეიპყრეს ჭამბარაკის რაიონის სოფელ მჟავე წყლების  მკვიდრი მანველ სარიბეკიანი. სარიბეკიანი იყო სამოქალაქო პირი, მწყემსი, რომელიც დატყვევებისას არ  მსახურობდა სომხეთის შეიარაღებულ ძალებში. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა  და მშვიდობიანი მოქალაქე დივერსანტად გამოაცხადა.  5 ოქტომბრის ღამეს, სარიბეკიანი ჩამოხრჩობილი  ნახეს  აზერბაიჯანის ციხეში. სომხური მხარე ფიქრობს, რომ სარიბეკიანი ან მოკლეს, ან თავი მოიკლა.

ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ უარი თქვა სარიბეკიანის ცხედრის დაბრუნებაზე ერთი თვის განმავლობაში. მხოლოდ 4 ნოემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ მანველ სარიბეკიანის ცხედარი გადასცა სომხეთს. „სარიბეკიანი და ბალიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ  დარღვეული იქნა მანველ სარიბეკიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების  კონვენციის მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) მანველ სარიბეკიანის გარდაცვალების საქმის გამოძიების არაადეკვატურობა და მე-3 ე მუხლი (წამება,  ან დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი)“.

 სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა მოსარჩელეებს უნდა გადაუხადოს  60 000 ევრო – არამატერიალური ზიანის ანაზღაურება და 2200 ევროს სასამართლო ხარჯები.

2014 წლის 7 აგვისტოს დატყვევებული იქნა  სომხეთში, ტავუშის რაიონის სოფელ ჩინარში მცხოვრები კარენ პეტროსიანი. 8 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ გამოაქვეყნა განცხადება პატიმრის გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, “გულის უკმარისობის გამო”. კარენ პეტროსიანის ცხედარი აზერბაიჯანის ხელისუფლებას  გადასცეს მხოლოდ 10 ოქტომბერს, სხვათა შორის,  მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი მოპყრობის დაუშვებლობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ. აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ ჩაუტარებია გამოძიება კარენ პეტროსიანის გარდაცვალების რეალური მიზეზების გასარკვევად.

ტავუშის რაიონის სოფელ ვერინ კარმირ აღბიურში მცხოვრები 77 წლის მამიკონ ხოჯოიანი აზერბაიჯანმა  ტყვედ ჩაიგდო  2014 წლის 28 იანვარს. ფსიქიკური აშლილობის მქონე მოხუციც კი  “დივერსანტად” იქნა აღიარებული. აზერბაიჯანმა მამიკონ ხოჯიანი მხოლოდ 4 მაისს დააბრუნა. 77 წლის მოხუცს  ჰქონდა მრავალი მოტეხილობანი და დაშავებული ადგილი, აღმოაჩინეს ინექციების კვალიც. მოხუცი მალე გარდაიცვალა.  გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა  მოხუცის სხეულში ნავთობპროდუქტებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კვალი.  ყველა  დაზიანება მიუთითებდა, რომ ის  აწამეს. ორივე შემთხვევაში, კარენ პეტროსიანისა  და მამიკონ ხოჯოიანის საქმით  სომხურმა მხარემ ასევე მიმართა ევროსასამართლოს.

სომხეთის ტავუშის რაიონის სოფელ ჰაღარწინის მკვიდრი არტურ ბადალიანი ტყეში დაიკარგა და 2009 წლის 9 მაისს ტყვედ ჩავარდა. მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, 2010 წლის 8 ნოემბერს, აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა მისი ტყვედ აყვანა. მანამდე აზერბაიჯანი უარყოფდა ბადალიანის ტყვეობაში ყოფნა. ბადალიანი სამშობლოში დაბრუნდა 2011 წლის 17 მარტს. მისი საქმე ასევე განიხილება ევროპულ სასამართლოში.

აზერბაიჯანელი  დამნაშავეები ტყვეებს თავს, ყურებსა  და ხელებს ჭრიდნენ და „ნადავლთან“ ერთად სურათს იღებდნენ. ამ კრიმინალური სახელმწიფოს პრეზიდენტმა პირადად დააჯილდოვა  ის ყაჩაღი, ვისაც არამ ქარამიანის მოჭრილ თავთან სურათი ჰქონდა გადაღებული.  როგორც ადრე რამილ საფაროვი  დააჯილდოვა, რომელმაც სომეხ ოფიცერს  გურგენ მარკარიანს ნაჯახით თავი მოჰკვეთა დაძინებულ მდგომარეობაში.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანის წამების საკნებში დაზარალებულებს ჩვენების მიცემა არ შეეძლებათ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეძლეს აზერბაიჯანული ციხეების საშინელებიდან თავის დაღწევა.   მათ შორის არის ცნობილი ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინი. 11 სექტემბრის ღამეს, სანამ ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მას რამდენიმე ნიღბიანმა ადამიანმა სასტიკად სცემეს, რამდენიმე კი შეეცადა მოეხრჩო ის. ბაქოს აზრით, ალექსანდრე ლაპშინმა თვითმკვლელობა სცადა (როგორც წესი, აზერბაიჯანის ციხეებში მოკლულებს  თვითმკვლელებად აცხადებენ). ლაპშინი შეიწყალეს იმავე დღეს და გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანი დამნაშავედ ცნო ბლოგერისა და მოგზაურის მკვლელობის მცდელობაში და მიუსაჯეს 30 000 ევროს გადახდა.

სომხების მიმართ სიძულვილმა აზერბაიჯანში იმ დონემდე მიაღწია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუნდობლად მიუსაჯა სომხურ მხარეზე აღმოჩენილ  საკუთარ ჯარისკაცებსაც. ეს სამარცხვინო პრაქტიკა შეწყდა მხოლოდ ევროპის ზეწოლის შედეგად.

ახალმა ომმა საშუალება მისცა აზერბაიჯანელ სამხედროებს სხვადასხვა დანაშაულებებში ახალი “სიმაღლეები” დაეპყროთ. მხოლოდ სანდო მონაცემებით (რომელთა სინამდვილე  ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული), ორი ათეული სომეხი ტყვე აწამეს აზერბაიჯანის ციხეებში. მათ შორის არიან ქალები. ინტერნეტში ჯერ კიდევ ბევრი ვიდეოა, სადაც აზერბაიჯანელი  ჯარისკაცები   ტყვეობაში ჩავარდნილ სომხებს თავს ჭრიან.

ჰადრუთში მცხოვრები 85 წლის ევგენია ბაბაიანი შეიპყრეს და ბაქოში გაგზავნეს. ”ძალიან ცუდად მექცეოდნენ, როგორც ცხოველს”, – თქვა ბაბაიანმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მას აიძულეს ეთქვა, რომ ფაშინიანი არ იყო კარგი, მან გააჩაღა ომი“.  ხოლო მე გავიძახოდი რომ ჰადრუთი ჩვენია და არა თქვენი.   ისინი მე იღებდნენ, სხვადასხვა კითხვებს მისვამდნენ, მე კი ვპასუხობდი, როგორც მათ სურდათ. შემდეგ პოლიციის მესამე განყოფილებაში წამიყვანეს,  სადაც კიდევ ორი ​​სომეხი იყო, ერთი სამოქალაქო სამოსით და მეორე მოხუცი. მათ ახალგაზრდას ხელ-ფეხები შეუკრეს, თვალები აუკრეს, კუთხეში მიაგდეს  და სათითაოდ ურტყამდნენ.  მოხუცს ხელები ჰქონდა მოტეხილი და ის უბრალოდ იჯდა“, – მოგვითხრობს მოხუცი ქალი.

”ახალგაზრდა კაცი, რომელიც მე ვახსენე, ცისფერ პერანგში იყო, ის ფეხშიშველი იყო. მესამე დღეს იგი ტომარაში ჩააგდეს და მანქანისკენ გაათრიეს.  მე და სხვა კაცი მანქანაში ჩაგვსვეს, წაგვიყვანეს ბაქოში, ხოლო დანარჩენი ორი სომეხი გაურკვეველი მიმართულებით. ”შემდეგ გავიგე,  რომ ისინი მოკლეს, ყელი გამოჭრეს”, – თქვა ბაბაიანმა. 28 ოქტომბერს წითელი ჯვრის  დახმარებით  ბაბაიანი საქართველოში,  შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით სომხეთში ჩამოიყვანეს.

არ არის ცნობილი რამდენი პატიმარი რჩება აზერბაიჯანის ციხეებში. აზერბაიჯანის ხელისუფლება უარს ამბობს ამის შესახებ ცნობის გავრცელებაზე.  ისინი ტყვეებს “ტერორისტებს” უწოდებენ, რათა შესძლონ მათი დაყოვნება, შემდეგ კი ვაჭრობა გამართონ.  ამავე დროს, ბაქოში ტარდება რამდენიმე სასამართლო პროცესი ტყვე სომეხთა წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეებზე. აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ. დადგმული სასამართლო პროცესების მონაწილეები ვალდებულნი არიან ჩვენება მისცენ პატიმრობის სანატორიული პირობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა მედიამ აჩვენა, რომ მათ აწამებდნენ, ისინი სასამართლო პროცესზე მოვიდნენ ენერგიულნი , ჯანმრთელნი და ფიზიკური ძალადობის კვალის გარეშე.

”სასამართლო პროცესის დროს თითოეულ მათგანს ჰქონდა სიტყვის უფლება და არცერთი მათგანი არ ჩიოდა რაიმე ზეწოლაზე, განსაკუთრებით წამებაზე”, – თქვა ალიევის აგიტპროპის სპიკერმა. როგორც ისინი წერენ ტყვეებზე :  ”არავინ უჩიოდა არასათანადო მოპყრობას, პირიქით, ყველამ აღიარა, რომ მათ მიმართ მოპყრობა შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. მათ კარგად აჭმევდნენ, არ ექვემდებარებოდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, წიგნებსაც კი აძლევდნენ. ამგვარად,  სომეხი აგიტატორების ანტი-აზერბაიჯანული კამპანია სომეხი „სამხედრო ტყვეების” შესახებ  ჰაერში აორთქლდა.  

როგორც ხედავთ აზერბაიჯანი უცოდველი ნუკრის თვალებით, ბატკნის სამოსელში ცდილობს საკუთარი თავი განახლებული, “ადამიანური” და “ჰუმანური” ფორმით წარმოადგინოს.  მაგრამ…..იმ ხელებიდან, რომლითაც ტყვეებს აწამებდნენ, თავს კვეთავდნენ და ჯაჭვით ახრჩობდნენ ჯერ კიდევ სისხლი წვეთავს…

წყარო: news.am/arm

ნახეთ მეტი
Back to top button