სპორტი

სომეხი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამოვა საქართველოს დროშის ქვეშ

სომეხი სპორტსმენი  ოლიმპიურ  თამაშებში „ტოკიო 2020“ გამოვა საქართველოს დროშის ქვეშ. ის თბილისის მკვიდრი ათლეტი,  საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი,  პანსომხურ თამაშებში რეკორდმსმენი  ბადროს ტყორცნაში (19,26) ბენიკ აბრამიანია.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, 36 წლის ბენიკ აბრამიანისათვის ტოკიოს ოლიმპიადა მეორეა, პირველად მან მონაწილეობა მიიღო 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 11 სპორტის სახეობაში 35 სპორტსმენით არის წარმოდგენილი (ჭიდაობა, ძიუდო, მსუბუქი ათლეტიკა, ფარიკაობა, ცურვა, ჩოგბურთი, კრივი, კარატე, მხატვრული  ტანვარჯიში და პისტოლეტის სროლა).

ნახეთ მეტი
Back to top button