ანალიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი ომი არ იქნება: პოლიტოლოგი

რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი ომი დასრულდა. ნოემბერში დასრულდა. ამის შესახებ კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და კომენტარი გააკეთა საზღვრის ესკალაციასა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლების შესაძლო საფრთხეზე.

მისივე თქმით, კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ უკვე დაბალი ინტენსივობით. ”აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ცდილობს აიღოს ომის შედეგები, რასაც მიაღწია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ცდილობს მაქსიმალურად გამოძალოს სომხებისაგან ის, რისი მიღებაც შეუძლია. ეს ჩანს არა მხოლოდ განცხადებებიდან”, – თქვა ისკანდარიანმა.

უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ მათ ზეწოლას ახდენენ სომხეთზე რამდენიმე გზით. პირველი გზა არის ზეწოლა ოფიციალურ ერევანზე დისკურსის საშუალებით, რომ არ არსებობს ყარაბაღის საკითხი, რომ კონფლიქტი დასრულებულია და რომ დადგა დრო გადავიდეს პოსტკონფლიქტურ დარეგულირებაზე.

მეორე მეთოდი, პოლიტოლოგის აზრით, არის ტყვეები, რომლებსაც იყენებენ ვაჭრობის მიზნით , რატა მოახდინონ სომხეთძე ზეწოლა.

„ალიევი საკმაოდ სერიოზული მოთამაშეა სომხეთის საშინაო პოლიტიკური და შიდა დისკურსის სფეროში. ფაქტობრივად, მან უკვე შეცვალა დისკუსია სომხეთის შიგნით, როგორც ჟურნალისტებს შორის, ასევე სოციალურ მედიაში”, – აღნიშნა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button