ანალიტიკა

ექსპერტი. საზღვარზე სიტუაციის გამწვავებით ბაქო ჩქარობს რიგი პრობლემების გადაჭრას

აზერბაიჯანი გააგრძელებს დაძაბულობის შენარჩუნებას სომხეთთან საზღვარზე. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ერასხზე, ასევე სხვა მიმართულებებზე. ,,არმინფო“-სთან საუბრისას ასეთი აზრი გამოთქვა დსთ -ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, სამხედრო ექსპერტმა ვლადიმერ ევსეევმა.

“ცხადია, რომ ბაქოს მხრივ სასაზღვრო სიტუაციის ესკალაციის მთავარი მიზანი არის ზეწოლა ერევანზე, რათა მიაღწიოს შეთანხმებას ეგრეთ წოდებული ,,ზანგეზურის დერეფნის“ დაარსებაზე. ვფიქრობ, რომ სომხეთმა უნდა დაიწყოს თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა. და ამ საკითხში სომხეთის მთავრობამ უნდა მიმართოს 102-ე რუსულ სამხედრო ბაზის დახმარებას. ვფიქრობ, რომ მოსკოვმაც ასევე უნდა უპასუხოს ერასხის ხაზზე შექმნილ სიტუაციას და ერევანთან ერთად დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა მან.

14 ივლისიდან აზერბაიჯანის არმია ნახჭევანის მხრიდან ცაცხლსასრული იარაღიდან და ჭურვსატყორცნებიდან ბომბავს არარატის რაიონის სოფელ ერასხს. დაბომბვისას დაიღუპა სომეხი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 19 ივლისს დაიჭრა ერასხის თემის უფროსი. ექსპერტის აზრით, ნახჭევან-სომხეთის საზღვარზე განვითარებული მოვლენები არის სომხეთის შეიარაღებულ ძალებზე ზეწოლის მცდელობა, რათა აიძულოს ქვეყნის ხელმძღვანელობა რაც შეიძლება სწრაფად მოლაპარაკება დაიწყოს აზერბაიჯანული დღის წესრიგის გარშემო, აზერბაიჯანის პირობებით. ამ თვალსაზრისით, ევსეევს მიაჩნია, რომ დადგა დრო კუხომ რეაგირება მოახდინოს მომხდარ მოვლენებზე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სომხეთის, როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ მუქარა, კუხო–ს ამ მიმართულებით უფრო აქტიური პოლიტიკის გატარების გარდა, სხვა ალტერნატივას არ უტოვებს. ევსეევის თქმით, ბაქო დღეს ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას სომხეთთან „ზანგეზურის დერეფნის“ უზრუნველყოფისა და საზღვრების გაყოფის თაობაზე, მომავალში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით. მისი პროგნოზების თანახმად, ბაქო ძნელად გაბედავს გასული წლის მაგალითის მიბაძვას მორიგი მასშტაბური ესკალაციის შესაქმნელად. თუმცა, ალიევის მიერ დასახული მიზნების განხორციელება, აზერბაიჯანული ლოგიკით, მოითხოვს ადგილობრივ დონეზე სასაზღვრო დაძაბულობის შენარჩუნებას.

ნახეთ მეტი
Back to top button